შეკითხვა:

როგორ შეიცვლება თავისუფალი ვარდნის აჩქარება,თუ მარსის ზედაპირიდან მისი დიამეტრის ტოლ სიმაღლეზე ავალთ?(მარსმა დამაბნია დედამიწაზე ვიცი როგორ ხდება და სავალდებულოა პლანეტების დიამეტრები ვიცოდე თუ როგორ უნდა ამოვხსნა).მადლობა წინსაწარ

პასუხი:

როგორც ჩანც შენთვის  სიახლეს არ წარმოადგენს   რაიმე პლანეტის მახლობლად თავისუფალი ვარდნის აჩქარების  გამოსათვლელი ფორმულა:           \(g=G\frac{M}{(R+H)^{2}}\)

ჩაწერე ეს ფორმულები ორი შემთხვევისათვის:    1) –––––ზედაპირზე  (H = 0)   go = ..... და      2)      H = 2R   სიმაღლისათვის   g =   ....

რადგანაც გეკითხებიან თუ როგორ  ჩეიცვლება ვარდნის აჩქარებაო,  შენც  პასუხი გაეცი    "ჯერ"–ობით, ანუ გამოთვალე  ფარდობა       go / g = ....  რისთვისაც პლანეტის მასის ცოდნა აუცილებელი არ   არის.

პასუხი: თავისუფალი ვარდნის აჩქარება შემცირდება    9 – ჯერ.

მაგრამ, თუ პასუხის გაცემას მოინდომებდი ე,წ. ''ით''–ობით, მაშინ უნდა გამოგეთვალა სხვაობა   go - g =...რისთვისაც უკვე ფორმულაში შემავალი ყველა სიდიდის ცოდნა იყო საჭირო

პასუხი: .თავისუფალი ვარდნის აჩქარება შემცირდება    (go - g)  მ/წმ2 – ით