შეკითხვა: | თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ რას იწვევს ერთი სახის ენერგიის შემცირებას ან რის ხარჯზე ხდება რომელიმე ენერგიის ზრდა? სად "ქრება" ენერგია როცა ის ნულის ტოლის ხდება ? მადლობთ წინასწარ ! |
---|---|
პასუხი: | ენერგია არც არსად წარმოიქმნება და არც არსად ქრება, იგი მხოლოდ ერთი სახიდან მეორეში გადადის, შესაბამისად ერთი ენერგია იმიტომ მცირდება რომ ის სხვა სახის ენერგიაში გადადის. მაგალითად, თუ ჰორიზონტალურ სიბრტყეზე მდგარ ურიკას ვკრავთ ხელს ამით მას კინეტიკურ ენერგიას მივანიჭებთ და ურიკა ამოძრავდება, მაგრამ ზედაპირთან შეხებით აღძრული ხახუნის გამო, კინეტიკური ენერგია მთლიანად გადავა ხახუნის ძალის მიერ შესრულებულ მუშაობაში, და ურიკა გაჩერდება, ვინაიდან კინეტიკური ენერგია ნულის ტოლი გახდება. |