შეკითხვა:

ყმაწვილმა ჭიდან 11კგ მასის წყლიანი ვედრო 20წმ-ში ამოიტანა. განსაზღვრეთ მის მიერ განვითარებული სიმძლავრე,თუ ბაგირის მასა 6კგ-ია, ხოლო ჭის სიღრმე 8მ.

პასუხი:

მოც:  m1 =11 კგ .......m2 = 6 კგ ....... H = 8 მ ......... t = 20 წმ 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

P = ?

განმარტების თანახმად მექანიზმის სიმძლავრის გასაგებად მის მიერ შესრულებული მუშაობა უნდა გავყოთ ამ მუშაობის ხანგძლივობაზე (დროზე)

    P = A / t ...... 

ჭიდან წყალთან ერთად ბიჭს ბაგირიც ამოაქვს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც რომ ვედრო ბიჭს ამოაქვს უშუალოდ   H სიღრმიდან, ხოლო ბაგირის  სიმძიმის ცენტრი( რომელიც  ბაგირის ერთგვაროვნების გამო  მის შუაწერტილად შეგვიძლია მივიჩნიოთ) ამ დროს გადაადგილდება  H/2  მანძილით – (იგულისხმეგა რომ ჭაში ჩაშვებულია მხოლოდ   H  სიგრძის ბაგირი) რის გამოც ბიჭის მიერ შესრულაბული მუშაობა ტოლი იქნება:

A = Aვედ + Aბაგ = m1gH + m2g(H/2)

რიცხვითი მონაცემების ჩასმით გამოთვლი მუშაობას........(ჯ)     და შემდეგ სიმძლავრეს .......(ვტ)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ანალოგიურად ამოხსნი შენს მიერ წარმოდგენილ მეორე ამოცანასაც ....