შეკითხვა: | 1)100სმ2 განიკვეთის ფართობის მუხლის მქონე ზიარჭურჭელი ავსებულია სპირტით და დახურულია ერთნაირი მძიმე დგუშებით.რამდენი სანტიმეტრით აიწევს ერთ-ერთი დგუში,თუ მეორე დგუშს დავადებთ 1,6კგ მასის სხეულს? 2) 890გ სპილენძის სხეული ეშვება წყლით სავსე ჭურჭელში ვერტიკალურად ქვევით.განსაზღვრეთ არქიმედეს ძალის მიერ შესრულებული მუშაობა, თუ სხეული გადაადგილდა 20სმ-ით |
---|---|
პასუხი: | 1) რადგანაც ზიარჭურჭლის ორივე მუხლის განივკვეთი ერთიდაიგივეა, ამიტომ რა h მანძილითაც ტვირთიანი დგუში დაიწევს დაბლა, იგივე h მანძილით აიწევს მეორე დგუში და ეს პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ ტვირთით გამოწვეული წნევა არ გათანაბრდება სპირტის დონეთა სხვაობით (2h) გამოწვეული წნევით \(\frac{mg}{S}=\rho g2h\) საიდანაც \(h=\frac{m}{2\rho S}\) = ........ 2) რადგანაც არქიმედეს ძალა მიმართულია ზევით, ხოლო სხეული კი გადაადგილდება ქვევით ამიტომ იგი შეასრულებს უარყოფით მუშაობას \(A=-Fh=-\rho gVh=-\rho g\frac{m}{\rho _{o}}h\) = ...... სადაც \(\rho\) და \(\rho\)0 შესაბამისად წყლისა და სპილენძის სიმკვრივეებია ..... ერთეულები უნდა დაალაგო SI სისტემაში და დაამუშავო ........ |