შეკითხვა:

როდესაც ძალიან ზუსტ და მგრძნობიარე ბერკეტიან სასწორზე ტყვიის საწონით გაწონასწორებულია კორპი,მაშინ კორპის მასა მეტია საწონისაზე.რატომ?

პასუხი:

ამ ამოცანაში ,,ძაღლის თავია" ჩამარხული...

 რატომღაც მოსწავლეები ყურადრებას არ აქცევენ იმ ფაქტს, რომ  ეს სიტუაცია აღწერილია ჰაერის გათვალისწინებით. ჰაერი კი ნებისმიერ სხეულზე მოქმედებს ზემოთ მიმართული ამომგდები ძალით:    Fამ = \(\rho\)ჰაერიgV,      რომელიც ჰაერის სიმკვრივის სიმცირის გამო უმნიშვნელოა სიმძიმის ძალასთან შედარებით. მაგრამ რადგანაც კორპის სიმკვრივე  საგრძნობლად ნაკლებია ტყვიის სიმკვრივეზე ამიტომ კორპის მოცულობა შესაბამისად მეტი ინება ტყვიის მოცულობაზედა აქედან გამომდინარე: – კორპზე ჰაერი მეტი ამომგდები ძალით მოქმედებს, ვიდრე ტყვიაზე.... და რადგანაც ბერკეტი წონასწორობაშია – ეს ნიშნავს, რომ კორპის მასა შესაბამისად მეტია  ტყვიის მასაზე:

mg - Fამ.კ = mg – Fამ.ტ .........>     Fამ.კ Fამ.ტ = mg - mgტ > 0

წარმოიდგინე ასეთი ცდა: ამოცანაში არწერილი სიტუაცია განიხილე მინის აკვარეუმში.... ბერკეტი წონასწორობაშია ..ტუმბოს დახმარებით დავიწყოთ აკვერეუმიდან ჰაერის გამოტუმბვა.... წონასწორობა დაირღვევა – კორპის მხარე გადაძლევს ე. ი .....