შეკითხვა: | რას უდრის 50 გ მასის ისრის კინეტიკური და პეტენციური ენერგიები მოძრაობის დაწყებიდან 2 წამის შემდეგ, თუ იგი მშვილდიდან გაისროლეს ვერტიკალურად ზევით 30მ/წმ სიჩქარით? (მადლობა წინასწარ) |
---|---|
პასუხი: | მოც: ... m = 50 გ = 0,05კგ .......... t = 2 წმ ......... v1 = 30 მ/წმ ...... ... g = 10 მ/წმ2 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ Eკინ2 = ? ..........Eპოტ2 = ? წინასწარ უნდა აღინიშნოს, რომ ჰაერთან ხახუნი უგულებელყოფილია, ანუ საქმე გვაქვს თავისუფალ ვარდნასთან. რის გამოც ადგილი ექნება მექანიკური ენერგიის მუდმივობის კანონს: Eკინ1 + Eპოტ1 = Eკინ2 + Eპოტ2 .......(1) სიმარტივისათვის პოტენციური ენერგიის ნულოვანი დონე გავავლოთ ისრის ასროლის წერტილზე, რის გამოც Eპოტ1 = 0 Eკინ1 = mv12/2 = ... ანალოგიურად Eკინ2 = mv22/2 რომლისთვისაც სიჩქარეს დავთვლით თავისუფლად ვარდნილი სხეულის სიჩქარის გამოსათვლელი ფორმულით შენებული მოძრაობისათვის: v2 = v1 - gt = ..... დაბოლოს ამ ყველაფრის გათვალისწინებით Eპოტ2 ენერგიას გამოვითვლით (1) ფორმულიდან. შეიძლება იმის აღნიშვნაც რომ Eპოტ2 ენერგიის გამოთვლა კინემატიკური გზითაც შეიძლებოდა გამოგვეთვალა : Eპოტ2 = mgh = mg (v1t - gt2/2) = ... |