შეკითხვა: | გამარჯობათ.გვაქვს თოკი რომელიც უძლებს F=150 ნიუტონ დატვირთვას.ზედ ჩამოკიდებულია m=10 კგ ტვირთი.ეს თოკი მოძრაობს აჩქარებით.რა მაქსიმალურ სიმაღლეზე შეძლებს ეს თოკი იმ ტვირთით ასვლას? |
---|---|
პასუხი: | მოგესალმებით. ამოცანა არაკორქტულად გაქვთ დასმული, ჯერ ეს ერთი არ გაქვთ მითითებული ტვირთის აჩქარება. გამოვთვალოთ ის მაქსიმალური აჩქარება რომელზეც თოკი ჯერ კიდევ გაუძლებს დაჭიმულობას. თოკის დაჭიმულობა ტოლია \(T=m(g+a)\), სადაც \(a\) სხულის აჩქარებაა, თოკმა რომ ამ დაჭიმულობას გაუძლოს უნდა სრულდებოდეს შემდეგი პირობა: \(F=T\Rightarrow F=m(g+a)\), რიცხვითი მნიშვნელობების ჩასმით გამომდინარეობს რომ ის მაქსიმალური აჩქარება, რომლითაც შეგვიძლია თოკი ავწიოთ ისე რომ იგი არ გაწყდეს 5მ/წმ2 -ის ტოლია. თუ თოკს ვამოძრავებთ 5 მ/წმ2-ი ან მასზე ნაკლები აჩქარებით თოკი არასდროს გაწყდება, მიუხედავად იმისა თუ რა სიმაღლეზე ავიტანთ მას, ხოლო თუ მას ვამოძრავებთ 5 მ/წმ2-ზე მეტი აჩქარებით, თოკი მაშინვე გაწყდება. |