შეკითხვა:

გემი მოძრაობს მდინარეში.იგი მოძრაობდა მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმარტულებით.როცა ის იყო ხიდის ქვეშ მის ერთ ერთ მგზავრს ჩაუვარდა ანკესი. გავიდა რა 30 წთ, მან შეამჩნია რომ დაკარგა ანკესი და უკან მობრუნდა. (ახლა მოძრაობს მდ.მიმ.) და დაეწია ანკესს ხიდიდან 5 კილომეტრში. იპოვეთ მდინარის დინების სიჩქარე. ეს ამოცანა ამოხსენით მდინარის სისტემაში და არა დედამიწის მიმართ. გთხოვთ დეტალურად ამიხსნათ.

პასუხი:

ათვლის სიჩქარე დავუკავშიროთ მდინარის წყალს, ანუ ანკესს. ამ სისტემაში ნავი ანკესს იგივე სიჩქარით შორდება, რა სიჩქარითაც უახლოვდება. ყურადღება მივაქციოთ რომ მდინარის სისტემაში მენავე ნახევარი საათის შემდეგ იპოვნის ანკესს, მას შენდეგ რაც მან აღმოაჩინა რომ იგი დაკარგა, ანუ 1 საათის შემდეგ, მას მერე რაც ჩაუვარდა. როგორც ვიცით ანკესმა ამ დროში 5 კმ გაიარა, ანუ მდინარის სიჩქარე 5 კმ/სთ გამოვა.