შეკითხვა:

10 მ/წმ სიჩქარით ჰორიზონტალურად გასროლილი სხეულის ფრენის სიშორე გასროლის სიმაღლის ტოლია. რა სიმაღლიდან არის სხეული გასროლილი?

პასუხი:

ვთქვათ v სიჩქარით ჰორიზონტულად გასროლილი სხეული ძირს დაეცა t დროში. ამ დროში ის ჰორიზონტული მიმართულებით გაივლიდა

h=vt           (1)

მანძილს და ეს მანძილი პირობის თანახმად ტოლია მისი ვარდნის სიმაღლისა

\(h=\frac{gt^{2}}{2}\)       (2)

(1)-დან განვსაზღვროთ t და ჩავსვათ (2)-ში, მივითებთ

\(h=\frac{gh^{2}}{2v^{2}}\)   აქედან

\(h=\frac{2v^{2}}{g}\)

ჩასვით შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობები.