შეკითხვა:

დინამომეტრი,რომელსაც ერთი წრფის გასწვრივ მიმართული ძალებითისე ჭიმავენ,რომ ერთი ბოლოდან მოქმედებენ 10ნ ძალით, მეორედან კი  -  16ნ-ით,გვიჩვენებს  - ?ნ-ს.

 

პასუხი:

ამოცანის ნათლად წარმოსადგენად პირობა შევცვალოთ ტოლფასი პირობით. წარმოვიდგინოთ გამწევი სხეული 16ნ-ით ძალით ქაჩავს თოკს, რომელზეც ჩაბმულია ტვირთი, რომელზეც მოქმედებს 10ნ ხახუნის ძალა რათქმაუნდა მოძრაობის საპირისპიროდ. მაშინ სისტემა გადაადგილდება ამ ძალების ტოლქმედი 6ნ ძალის მოქმედებით, ხოლო თოკის დაჭიმულობა იქნება 10 ნ. ახლა თოკი გავწყვიტოთ და შუაში ჩავაყენოთ დინამომეტრი. დინამომეტრი ცხადია აჩვენებს თოკის დაჭიმულობის ძალის ზომას, ანუ 10ნ-ს.