შეკითხვა: | ბიჭმა ვერტიკალურად ააგდო 100გ მასის ბურთი და დაიჭირა ასროლის წერტილში, ბურთის ასვლის სიმაღლე იყო 5მ. იპოვეთ სიმძიმის ძალის მუშაობა ზევითკენ, ქვევითკენ და მთელ გზაზე მოძრაობისას. მადლობა წინასწარ. |
---|---|
პასუხი: | თუ m მასის სხეული ზემოთ აისროლეს და მან გაიარა h მანძილი, ამ დროს სიმძიმის ძალა მიმართულია გადაადგილების საპირისპიროდ და ასრულებს უარყოფით მუშაობას რომელიც ტოლია A1=-mgh (1) ქვევით მოძრაობისას სიმძიმის ძალა მიმართულია მოძრაობის თანხვედრად და ასრულებს დადებით მუშაობას, რომელიც h მანძილის გავლის შემდეგ ტოლია A2=mgh (2) ორივე გზაზე შესრულებული მუშაობა ტოლი იქნება A=A1+A2=-mgh+mgh=0 (1) და (2)-ში ჩასვით რიცხვითი მნიშვნელობები. |