შეკითხვა: | გამარჯობათ მაინტერესებს ეს ამოცანა: ფილა ჰორიზონტალურ მდებარეობაში ჩერდება მის ქვემოთ მოთავსებული N რაოდენობის ხვრელიდან გამოსხმული წყლის მძლავრი ვერტიკალური ჭავლებით. ხვრელიდან წყლის გამოსვლის სიჩქარეა V. თითოეული ხვრელის ფართობია S. ფილა ხვრელებთან ახლოსაა. ჭავლი ფილაზე მოხვედრისას ჰორიზონტალურ სიბრტყეში იფანტება. განსაზღვრეთ ფილის მასა. წყლის სიმკვრივეა r. დედამიწაზე თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g. მე ვფიქრობ რომ ძალები უნდა იყოს წყლის და ფირფიტის ერთი და იგივე(ანუ ერთი ძალით უნდა მიაწვნენ) და სიმაღლე რომელსაც წყალი მიაღწევდა მივიღე V2/2g და წყლის მასა იქნება მოცულობაჯერ სიმკვრივე და ანუ SNr(V2/2g) და საბოლოოდ მივიღე რომ ფირფიტის მასაც ეს უნდა იყოს და ვერ გავიგე ეს ამოხსნა რამდენად სწორია. |
---|---|
პასუხი: | წყალი F= Mg ძალით ეჯახება ფილას... ამ ძალის იმპულსით რაღაც მცირე t დროში ხვრელიდან გამოტყორცნილი ყოველი m წყალი კარგავს იპულსს(ჰორიზონტალურ სიბრტყეში იფანტებაო!)... Ft = mv.... თავის მხრივ m= N rV =N rSL =NrSvt.... -----> M =? |