შეკითხვა:

გამარჯობათ მაინტერესებს ერთი რამ, მე აქ დავწერე ამოცანა ორ დამუხტულ ბურთულაზე და მაინტერესებდა მათი განზიდვის ძალით მათი მაქსიმალური სიჩქარეები და პასუხში დამიწერეთ რომ უნდა დამეწერა ეს განტოლებები:

kq1q2/r - Gm1m2/r = m1v12/2 + m2v22/2

m1v1=m2v2 მაგრამ პასუხი ვერ მივიღე ასეთი ტიპის მეორე ამოცანაში

ამოცანა:  ორ პატარა უძრავ ბურთულას შორის მანძილი 1მ-ია. ბურთულების მასებია 1გ ხოლო მუხტები 1მკკ ურთიერთგანზიდვის ძალის გავლენით ბურთულები იწყებენ მოძრაობას იპოვეთ მათი მაქსიმალური სიჩქარეები.                                          პასუხი არის 3მ/წმ და ამ განტოლებებით გამოდის? თუ სხვა გზაც არის ამოხსნის?

პასუხი:

თორნიკე!..

დავაკვირდი, რომ, ხშირად სვამ კითხვებს და თანაც საინტერესოს. თუმც გირჩევდი რომ გეთვალიერებინა წინა გვერდები, სადაც უამრავ კითხვაზეა პასუხი გაცემული (მათ შორის შენი ამოცანის მსგავს ამოცანაზე)...

მიუხედავად ამისა, შენმა აქტიურობამ მიბიძგა  ამეხსნა(და არა ამომეხსნა)  შენთვის   ეს საკითხი და ეს  ამისათვის კეთილსინდისიერად  გავისარჯე - სრულყოფილად  ჩავწერე ამოცანის ამოხსნის ლოგიკა და ჯერი შენს ''მარიფათზე''' მიდგა - როგორ გაართმევდი თავს მათემატიკურ '' ბუღალტერიას''...

სამწუხაროდ შენ საკითხი ვერ გაიგე და შენი ვერგაგება უნებლიედ მე დამაბრალე - პასუხი არ დაემთხვაო.... ე.ი. რადგანაც შენ პასუხი ვერ მიიღე, ე.ი. ამოხსნაა მცდარიო- დაასკვენი!

შემოთავაზებული ამოხსნა  უზუსტესია   და დაყრდნობილია ენერგეტიკულ მიდგომაზე, რომელიც შედარებით რაციონალურია სხვა მეთოდებთან  შედარებით....  უბრალოდ   ელექტროსტატიკურ   განზიდვასთან შედარებით გრავიტაციული   მიზიდვის  ფაქტორი უუუუმნიშვნელოა(G<<<k, ხომ?)   რის გამოც პოტ ენერგიის მეორე წევრი  გამოთვლებისას   შეგიძლია ამოაგდო( 109a - 10-11b ----> 109a ) და  მეორე ამოცანაში ნამდვილად მიიღებ პასუხად 3 მ/წმ- რაც მხოლოდ იმაზე მიუთითებს,  ვიღაც სხვას( და არა მე)  ამ ამოცანის რიცხვით პასუხად  3 მ/წმ ნამდვილად სწორად ჩაუწერია.  თუმც   შესაძლოა   ეს  სრულიადაც  არ ამტკიცებდეს მათგან (და არა ჩემგან)  ამ ამოცანის ამოხსნის სისწორეს!.

ახლა კი კეთილ ინებე  და

1)  შენ თავად დარწმუნდი  3მ/წმ- ის სისწორეში    

2) წინა ამოცანის ამოხსნის პასუხებიც  მომწერე, თუ გინდა რომ სხვა დროს შენს კითხვებს ყურადღება მივაქციო(თავისუფალ დროს...)

3) რატომ დაიწერა იმპულსის მუდმივობის კანონი

გისურვებ წარმატებებს

------------------------------

p.s. თუ გრავიტაციულ წევრს არ უგულებელყოფ,  მაშინ პასუხად მიიღებ 2, 999999999999999999999999999999რაღაცას...

აი,  ეს პასუხი უნდა მიგეღო გამოთვლებისას '' ჭკვიანად'' რომ ყოფილიყავი, რომელიც   ვფიქრობ დიდად არ განსხვავდება 3-გან!...