შეკითხვა:

გამარჯობა, ამ ამოცანის ამოხსნაში ხომ ვერ დამეხმარებით?

30გრადუსის მქონე 10სმ. სიგრძის დახრილ სიბრტყეზე მოსრიალებს m მასის, a წიბოს მქონე კუბი და, ასევე, მეორე იმავე დახრის მქონე მეორე სიბრტყეზე მოსრიალებს იმავე მასის, R = a/2 რადიუსის მქონე ცილინდრი. a = 8სმ, m = 2კგ. ხახუნი უმნიშვნელოა. იპოვეთ სხეულის სიჩქარეები დახრილი სიბრტყიდან ჩამოგორების მომენტისათვის.

მადლობა წინასწარ

პასუხი:

1) სიჩქარე  დახრ  სიბრტყის ბოლოში(გინდ ჩამოსრიალებისას და გინდ ჩამოგორებისას) არ არის დამოკიდებული  არც სხეულის მასაზე დ არც მის ზომებზე...

2) უხახუნოდ  ჩამოსრიალების შემთხვევაში სიჩქარე ორივე შემთხვევაში  იქნება ერთნაირი v = sprt(2gh) = sprt( 2gLSin30o) = 10 მ/წმ ...ამ დროს პოტ ენერგია მთლიანად გადადის გადაადგილების კინეტიკურ ეენერგიაში

3) თუ კუბი ჩამოსრიალდებოდა და ცილინდრი კი ჩამოგორდებოდა, მაშინ ორივეს სიჩქარე ნაკლები იქნება 10-ზე.,.. კერძოდ  ცილინდრის  ჩამოგორებისას მისი პოტენციური ენერგია გადავიდოდა როგორც გადადგილების , ასევე ბრუნვის კინეტიკურ ენერგიაში. რის გამოც მისი სიჩქარე  v = sprt( 4/3 gh) = 8 მ/წმ...

 კუბის სიჩქარე კი დამოკიდებული იქნებოდა ხახუნის კოეფიციენტზე...ამ დროს პოტ ენერგიის ნაწილი  გადავიდოდა გადადგილების კინეტიკურ ენერგიაში + ნაწილი კი  ხახუნის გამო შინაგან ენერგიაში...

------------------------------------

ასე რომ,  დააზუსტე ამოცანის პირობა