შეკითხვა: | გამარჯობა, გთხოვთ დამეხმაროთ შემდეგი ამოცანის ამოხსნაში: 2 კგ და 6 კგ მასის არადრეკადი სხეული შემხვედრი მიმართულებიტ მოძრაობს, თითოეული 2 მ/წმ სიჩქარით. გამოტვალეთ თითოეული სხეულის სიჩქარის მოდული და მიმართულება დაჯახების შემდეგ. |
---|---|
პასუხი: | 1) რადგანაც შეჯახება არადრეკადია, ამიტომ ბურთულები ''შეერწყმებიან'' ერთმანეთს ... 2) ნებისმიერი შეჯახება ემორჩილება იმპულსის მუდნივობის კანონს: სხეულების იმპულსების(mv) ვექტორული ჯამი შეჯახებამდე ტოლია იმპულსების ჯამისა შეჯახების შემდეგ... რადგანაც სხეულები შეჯახებამდე მოძრაობდნენ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით, შეჯახებამდე საწყისი იმპულსების ვექტორული ჯამი სკალარულად გამოისახებოდა დიდი და მცირე იმპულსების სხვაობით, რომელიც ტოლი იქნებოდა შეჯახების შემდეგ ორივე სხეულის ერთობლივი იმპულსის. Mv - mv = (M+m)V....... შეჯახების შემდეგ სხეულები იმოძრავებენ დიდი მასის სხეულის მოძრაობის მიმართულებით V = ... სიჩქარით |