შეკითხვა: | გთხოვთ მიპასუხეთ ძალიან მჭირდება . 1ტ მასის მქონე ავტომობილის მაქსიმალური სიმძლავრეა 50კვტ. ოთხივე ბორბალი წამყვანია. ხახუნის კოეფიციენტი გზის საფარსა და საბურავებს შორის არის 0,5. რა მინიმალური დრო სჭირდება ავტომობილის სიჩქარის გაზრდას 0-იდან 15 მ/წმ-მდე? ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით. მადლობა წინასწარ!!! |
---|---|
პასუხი: | 1) წამყვანი ბორბლების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს! 2) მოცემული ხახუნის კოეფიციენტის შემთხვევაში ავტომობილს შეუძლია განავითაროს მაქს kmg (k ხახუნის კოეფიციენტია) წევის ძალა (მეტის შემთხვავაში იგი ''მობუქსავდება'').... შესაბამისად შეუძლია განავითაროს მაქს kg = 5 მ/წმ2 აჩქარება... შესაბამისად 15 მ/წმ სიჩქარეს აკრიფავს 3 წამში... ამ დროს ავტომობილი განავითარებს სიმძლავრეს N = Fs/t = Fv/2 = 5000*15/2 = 37,5 კვტ ... ეი ავტომობილი მაქსიმალური სიმძლავრიდან მხოლოდ ნაწილს მოიხმარს! .... არ გინახავს დაძვრისას ტვინგაცხელებული მძღოლები ავტომანქანას რომ მაქსიმალურ სიმძლავრეზე ამუშავებენ და ამ დროს საბურავები რომ ''ბუქსაობენ"?.... ამ ამოცანის დამწერმა თუ იცის ეს მაინც? |