შეკითხვა:

S სიგრძის თოკის ერთი ბოლოთი დამაგრებულია საკიდზე, მეორე ბოლოზე კი M მასის სხეულია მობმული. საკიდი იატაკიდან დაშორებულია H მანძილით                    (H>S). M მასის სხეული H სიმაღლიდან (სხეული თოკის მეორე ბოლოსთანაა) უსაწყისო სიჩქარით ვერტიკალურად ქვევით ეშვეება, რა მაქსიმალური  ძალა აღიძვრება თოკში, როცა სხეული გაივლის S მანძილს და დაჭიმავს თოკს? (თოკი არ არის ელასტიური)

პასუხი:

რას გულისხმობ, რომ არ არის ელასტიური, რომ არ  წაგრძელდება?, მაშინ კოლოსალურად დიდი ძალა აღიძვრება  თუნდაც 1 კგ სხეულის შესაკავებლად...

 ბაგირი ყველა შემთხვევაში დაგრძელდება რაღაც x-ით და იგი დამოკიდებული იქნება ბაგირის მასალაზე, სიგრძეზე და კვეთის ფართობზე. ამ მონაცემების ცოდნის შემდეგ უკვე ადვილია  დაჭიმულობის მაქსიმალური   ძალის დათვლა... გამოყენებული უნდა იქნას ენერგეტიკული მიდფგომა...