შეკითხვა:

რა საწყისი სიჩქარითუნდა ვისროლოთქვევით სხეული,რომ ახტომის შემდეგ იგი 20 მ-ით მაღლა ავიდეს?

მიწიდან რა სიმაღლეს მიაღწევს სხეული ახტომის შემდეგ, თუ მას10 მეტრი სიმაღლიდან ვერტიკალურად ქვევით ისვრიან 10მ/წმ სიჩქარით?

პასუხი:

ვთქვათ სხეული h სიმაღლიდან v სიჩქარით ისროლეს ქვევით. მაშინ მიწაზე დაცემის შემდეგ როცა სხეული ავა ისევ h სიმაღლეზე მას კვლავ ექნება v სიჩქარე ოღონდ ზევით მიმართული და ამ v სიჩქარით იგი გაივლის H=20მ მანძილს ზემოთ

ანუ \(\dpi{100} H=\frac{v^{2}}{2g}\). აქედან \(\dpi{100} v=\sqrt{2gH}\)

ჩასვით შესაბამისი რიცხვები

 

წინა ამოცანის ანალოგიით h=10მ სიმაღლიდან ქვევით v=10მ/წმ სიჩქარით ნასროლ სხეულს მიწიდან არეკვლისა და კვლავ h სიმაღლეზე ასვლის მომენტში ექნება კვლავ v-ს ტოლი ოღონდ ზევით მიმართული სიჩქარე, რომლითაც გაივლის \(\dpi{100} H=\frac{v^{2}}{2g}\) მანძილს. ასე, რომ საბოლოოდ მის მიერ მიღწეული მაქსიმალური სიმაღლე იქნება

\(\dpi{100} h+H=h+\frac{v^{2}}{2g}\)

ჩასვით შესაბამისი რიცხვები.