შეკითხვა:

40 სმ აქტიური სიგრძის წრფივი გამტარი ერთგვაროვანი მაგნიტური ველის წირების მართობულია. განსაზღვრეთ გამტარზე მოქმედი ამპერის ძალა, თუ დენის ძალა 5 ამპერია და მაგნიტური ველის ინდუქციის მოდული 0.1 ტესლაა

პასუხი:

გამარჯბა   ნინიკო!...

ჩვენი  საიტი დახმარებას უწევს   ფიზიკით  დაინტერესებულ  პირებს.   ეს  იმას ნიშნავს, რომ შენ თავად  უმდა  ფლობდე  ელემენტარულ  საკითხებს, შემდეგ უნდა წარმოადგინო  საკითხის გადაჭრის  შენეული ვერსია და გაურკვევლობის შემთხვევაში მოგცემთ რჩევას, ბიძგს....

ეს საიტი   მოსწავლეთა  საშინაო დავალებების  შესრულებისათვის არაა განკუთვნილი - ჩვენ   ძალიან   ბოროტები ვართ!  laugh

ახლა  შედი ჩვენი საიტის  მთავარ  გვერდზე. მოიძიე  სახელმძღვანელო (შეგიძლია  შენი სკოლის  ფიზიკის სახელმძღვანელოც  გამოიყენო)  და ნახე მაგნიტური  ველი,   ამპერის ძალა...   ამოცანები  ძაალიან   მარტივია - ერთფორმულიანებია...  აბა სცადე და თუ ვერ გააკეთო, მომწერე როგორ გააკეთე და საჭიროების შემთხვევაში   დაგეხმარები.