შეკითხვა: | გამარჯობა, მაინტერესებს ვთქვათ მე-5 სართულზე ასვლისას ენერგიები როგორ გარდაიქმნება? (პოტენციური და კინეტიკური) |
---|---|
პასუხი: | მე-5 სართულზე თუ მთაზე ასვლისას პოტენციური ენერგია მატულობს, რადგანაც იგი დამოკიდებულია სიმაღლეზე E პოტ =mgH , მაგრამ ამ დროს ენერგიების არავითარ გარდაქმნას არ აქვს ადგილი. მაგარმ!..... თუ რაიმე საშუალებით აგისვრიან მე-5 სართულზე თუ ჯომოლუნგის მთაზე, ანუ შენ იქნები გასროლილ(თუ ასროლილ) მდგომარეობაში, ანუ მოძრაობ მხოლოდდამხოლოდ დედამიწის მიზიდულობის გავლენით(ასეთ მოძრაობას კი თავისუფალ ვარდნას ეძახიან), აი ამ დროს გასროლისას მინიჭებული კინეტიკური ენერგია Eკინ = mV2/2 გადადის (გარდაიქმნება) პოტ ენერგიაში: რამდენი ჯოული ენერგიაც აკლდება კინეტიკურს, იმდენივე ემატება პოტენციურს. თუმც ამის შესამოწმებლად არავითარ შემთხვევაში არ გირჩევ მე-5 სართულიდან გადმოხტომას.... ამას ჯობს მასწავლებელს მოუსმინო და სახელმძღვანელოში ჩაიხედო - მექანიკური ენერგიის შენახვის(მუდმივობის) კანონი. ----------------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე 599-544-227..... 514-227-447 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ზოგადი უნარების, ფიზიკისა და მათემატიკის ონლაინ სწავლება მოსწავლეებისთვის და აბიტურიენტებისთვის, მასწავლებლების მომზადება ფიზიკის სასერთიფიკაციო გამოცდისთვის ონლაინ რეჟიმში |