შეკითხვა: | გამარჯობათ წინასწარ დიდი მადლობაა სხეული გაისროლეს ჰორიზონტისადმი გარკვეული კუთხით 30მ/წმ სიჩქარით.რა სიჩქარე ექნება სხეულ 25მ სიმაღლეზე?ჰაერის წინაღობას ნუ გაითვალისწინებთ.
|
---|---|
პასუხი: | მოც: v1 = 30 მ/წმ ..... h1 = 0 მ........ g = 10 მ/წმ2 ......... h2 = 25 მ........ --------------------------------------------- v2 = ? ამ მოცანის ამოხსნა შესაძლებელია ორი გზით: 1) კინემატიკური გზა, რომელიც შემოგთავაზეს ფეისბუკგვერდზე და 2) ენერგეტიკული გზა.......... რადგანაც ჰაერთან ხახუნი უგულებელყოფილია, ამიტომ შეგიძლია გამოიყენო მექანიკური ენერგიის მუდმივობის კანონი: გასროლის წერტილში (რომელსაც დავუკავშირებთ ნულოვან დონეს ) კინეტიკური და პოტენციური ენერგიების ჯამი ტოლი იქნება კინ და პოტ ენერგიების ჯამისა 25 მ სიმაღლეზე : mv12 /2 + mgh1 = mv22 /2 + mgh2 ჩასვი რიცხვითი მნიშვნელობები და დაადგინე v2 = ? ------------------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე 599-544-227..... 514-227-447 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ზოგადი უნარების, ფიზიკისა და მათემატიკის ონლაინ სწავლება მოსწავლეებისთვის და აბიტურიენტებისთვის, მასწავლებლების მომზადება ფიზიკის სასერთიფიკაციო გამოცდისთვის ონლაინ რეჟიმში |