შეკითხვა: | მჟავიანი აკუმულატორის დამუხტვის ან განმუხტვის დენი არ უნდა აღემატებოდეს მისი ტევადობის 0.1-ს. განსაზღვრეთ დამუხტვის დენი 20ამპერ-საათი ტევადობის აკუმულატორისთვის. |
---|---|
პასუხი: | არ ვაპირებდი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას... მერე გწყინთ კაცო - დამცინიხარო! არადა ვხუმრობ... ნიკა არაბიძესავით ვერა(რა მჭირს თვარა კი), მაგრამ ვხუმრობ! მოდი ეს ამოცანა გადავთარგმნოთ სხვა სიტყვებით... სხვა აზრი მივცეთ: მჟავე კომბოსტოს დამარილების ან განმარილების დოზა არ უნდა აღემატებოდეს მისი წონის 0, 1-ს. განსაზღვრეთ დამარილების დოზა 20 კგ მჟავე კომბოსტოსათვის. (აი კიტრისათვის რომ ეკითხათ, პასუხს ნამდვილად ვერ გავცემდით, მაგრამ კომბისტოსათვისო კაცოო... მარილის დოზას გეკითხებიან ჭარხლისას კიარა. არადა ჭარხალიც თავისი დოზით უნდა, დამჟავებას თავისი დრო და... ერთი მისწრებაა ლობიოზე. მალხაზს აქვს კარგი რეცეპტი) ---------------------------- |