შეკითხვა:
შეკითხვა:

400მ/წმ სიჩქარით მოძრავი ტყვია კედელში შეიჭრა და იქიდან 100მ/წმ სიჩქარით გამოვიდა. გამოთვალეთ, ტყვიის რა ნაწილი გადნება კედელში მოძრაობისას თუ ცნობილია რომ კედელთან დაჯახების მომენტში ტყვიის ტემპერატურა 50გრადუს ცელსიუსი იყო და ტყვიის დახარჯული მექანიკური ენერგიის 60% მის შინაგან ენერგიად გარდაიქმნა.

პასუხი:

0.6 • (Mv12 /2  - Mv22​ /2 ) =  cM (tდნ - t) + Lm..........     m/M = ???

c -------  ტყვიის  კუთრი სითბოტევადობა

tდნ ----  ტყვიის   დნობის ტემპერატურა

L ------  ტყვიის დნობის კუთრი სითბო...............

მოიძიე    ცხრილებში

        (Mv12 /2  - Mv22​ /2 ) აი ეს ვერ გავიგე რეალურად უნდა ეწეროს მექანიკური ენერგიის ცვლილება და რადგან გადნა 100მ/წმ სიჩქარით რო გააგრძელებს ტყვია მოძრაობას მასა იგივე M ხომ აღარ იქნება რადგან m გადნა ანუ საბოლოო მექანიკური ენერგია იქნება (M-m)v22/2

პასუხი:

 სწორი შენიშვნაა .... და მეტიც:   საკითხავია  გამოსულ  ტყვიას  რა ტემპერატურა  ექნება?

რეალურად   ხეში გავლის პროცესი  იმდენად  სწრაფია, რომ  ტყვია მთლიანად  ვერ მოასწრებდა  მასიურად  გაცხელებას -  გაცხელდება/+გადნება   მისი გარსი და შიგა ნაწილი  კი  მცირედით  გაცხელდებოდა.   მოდი  ვივარაუდოთ, რომ შიგა ნაწილი  სრულიადაც არ გაცხელდა და სითბოცვლა  განიცადა  მხოლოდ გარსმა(მოდელირება!)   და გამდნარი  ტყვია  ჩარჩა ხეში.  მაშინ

0.6 • [Mv12 /2  - (M-m)v22​ /2 ] =  cm (tდნ - t) + Lm..........     m/M = ???

 

----------------------------------------------------

ვფიქრობ ამ ამოცანის პასუხი   ავტორს   ამოხსნის პირველი(მცდარი) ვერსიით აქვს მითითებული....

და რა არის მითითებული   პასუხად?..... მომწერე.

*************************************************************************

მათემატიკურად დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ    რადგანაც   ტყვიის კუთრი  სითბოტევადობა   (c = 130)საკმაოდ ნაკლებია   მისი    დნობის კუთრ   სითბოზე ( L = 25000 ) ტყვია ასწრებს  მასიურად  გაცხელებას  და სითბური  ბალანსის განტოლებას   ექნება სახე: 

 0.6 • [Mv12 /2  - (M-m)v22​ /2 ] =  cM (tდნ - t) + Lm..........     m/M = ???