შეკითხვა:

ორი სხეული თავისყფლად ვარდება ერთი და იმავე სიმაღლიდან უსაწყისო სიჩქარით. მეორე სხეული ვარდნას იწყებს 1 წმ-ის დაგვიანებით პირველთან შედარებით. როგორ მოძრაობენ ვარდნილის ხეულები ერთმანეთის მიმართ?

პასუხი:

პირველ სხეულს 1 წმ-ში ''აკრეფილი'' ექნება   v=gt = 10 მ/წმ  სიჩქარე. ამის შემდეგ ვარდნას იწყებს  მეორე სხეული და რადგანაც უკვე ორივენი განიცდიან  ერთიდაიგივე გრავიტაციული ველის გავლენას - ანუ რადგანაც ორივენი  თავისუფლად ვარდებიან  ერთიდაიგივე  g აჩქარებით, ამიტომ ისინი ამის შედეგად ერთმანეთის მიმართ იმოძრავებენ  თანაბრად   10 მ/წმ სიჩარით:  პირველი   მეორის მიმართ მოძრაობს თანაბრად ქვევით  10 მ/წმ სიჩქარით, ხოლო  მეორე  პირველის მიმართ თანაბრად ზევით  10 მ/წმ სიჩქარით