შეკითხვა: | "დაუშვად, ჰორიზონტალურ სიბრტყეზე ავტომობილს შეუძლია აჩქარდეს 1.9 წამში 0 დან 100 კმ/სთ_მდე..." მემგონი კითხვა არასწორად გაიგეთ ან მე დავსვი არასწორად, ამ კითხვით მინდოდა გამეგო რომ, თუ მანქანას შეუძლია განავითაროს 0 დან 100 კმ/სთ_მდე 1.9 წამში (ეს არის მისი მაქსიმალური შესაძლებლობა ჰორიზონტალურ ზედაპირზე, "მოწყობილობას" არ შეუძლია განავითაროს ამაზე მეტი აჩქარება), დაღმართზე სვლისას მიზიდულობის ძალა ხომ უნდა "დაეხმაროს" წესით? მაგრამ კითხვა იმიტომ გამიჩნდა რომ 1.5g უკვე თავისთავად მეტია მიზიდულობის ძალის შედეგად გამოწვეულ აჩქარებაზე (9.8 m/s2_ზე) და ეს აჩქარება უნდა უგულვებელვყოთ თუ დიდი გავლენას მოახდენს მანქანის აჩქარებაზე და მაგალითად 0 დან 100 კმ/სთ_მდე სიჩქარეს დაფარავს 1.8 წამში? p.s. კი ფორუმზეც დავწერე ეს კითხვა,ხშირად შევდივარ. რაღაც კითხვები ქრება, და ზოგი ისეთია რომელიც არ მეკუთვნის. ისე თუ არის შესაძლებელი პასუხგაცემული კითხვის ბოლოს კომენტარის ან ჩათის გაკეთება კარგი იქნება, პირდაპირ/იქვე რომ დაწეროს ადამიანმა რამე კითხვა თუ გაუჩნდება. |
---|---|
პასუხი: | პასუხი დეტალურად მოგწერე.... მოკლედ, თუ უზრუნველყოფილია მოჭიდება გზის საფართან - ანუ გაქვს იმდენად დიდი ხახუნის კოეფიციენტი, რომ დაღმართზე გადასვლისას გზაზე დაწოლის ძალის შემცირების მიუხედავად უძრაობის მაქსიმალური ხახუნი მაინც მეტი აღმოჩნდება წევის ძალაზე(არ მოცურდება/არ ''წაიბუქსავებს'' /''ფუჭ'' სვალას არ გააკეთებს), მაშინ 1,5g აჩქარება გაიზრდება gSina -თი....შესაბამისად სიჩქარის 100 კმ/სთ-ით გაზრდას დაჭირდება ნაკლები დრო.......პირიქით, აღმართზე გადასვლისას აჩქარება შეგიმცირდება gSina -თი. |