შეკითხვა:

გამარჯობა

დაუშვად, ჰორიზონტალურ სიბრტყეზე ავტომობილს შეუძლია აჩქარდეს 1.9 წამში 0 დან 100 კმ/სთ_მდე, ანუ დაახლოებით 1.5 g გადატვირთვის განვითარება, იგივე მანქანა თუ შეძლებს უფრო დიდი აჩქარების განვითარებას 45 გრადუსით დახრილ სიბრტყეზე (ან უფრო დიდი დახრილობის სიბრტყეზე) დაღმა სვლისას, რამდენად დიდი იქნება განსხვავება? ანუ რამდენად მოახდეს დედამიწის მიზიდულობის ძალა გავლენას?

პასუხი:

ეს   კითხვა ფორუმზეც დაგისვამს  თურმე....

 ანუ რამდენად მოახდეს დედამიწის მიზიდულობის ძალა გავლენას?       რას ნიშნავს ანუ ?----  დედამიწის მიზიდულობა  ორივე  შემთხვავბაში ერთნაირია.   მაგრამ    დაღმართზე გადასვლისას    დაწოლის   P ძალა   გზაზე  კლებულობს   mg-დან    mgCos45=0,7mg-მდე, რის გამოც მოსალოდნელია  ავტომობილის მოცურება ....    სამაგიეროდ    წევის ძალას   ''გაწევაში''  დაეხმარება სიმძიმის ძალის დაღმართის გასწვრივი  mgSin45=0,7mg მდგენელი,  რომელიც აჩქარებას   მოუმატებს   0,7g -ს

საერთოდ ავტომობილის, ტრაქტორის. ადამიანის  და სხვა  გზაზე  მოძრაობას უზრუნველყოფს   უძრაობის ხახუნის ძალა    და იმისათვის რათა სხეული არ მოცურდეს(''მობუქსავდეს'')  საჭიროა  უძრაობის ხახუნის მაქსიმალური ძალა მეტი აღმიჩნდეს  ე,წ. ''წევის ძალაზე''     kP > F.= ma=1,5mg   --->   kmg > 1,5mg  ---->  ...     k>1,5....    ე.ი იმისათვის რათა შენი ავტომობილი   არ მოცურდეს   ჰორიზონტალურ გზაზე   ასეთი  დიდი აჩქარების გამო   საჭიროა ხახუნის კოეფიციენტი გზია საფარსა და საბურავის რეზინას შორის   k>1,5...  დავუშვათ  ყველაფერი   წესრიგშია და    k = 2,   მაშინ   დაღმართში გადასვლისას    უძრაობის ხახუნი შეგიმცირდება  და რამდენად უძრუნველყოფს იგი  არმოცურებას?....... შევამოწმოთ:   k0,7mg > 1,5mg  ?...... 1,4 > 1,5 ?..---- არა!...ე.ი.   ავტომობილი  ამწევის ძალის მოდებისას   მოგიცურდება   და  დაბლა  იმოძრავებ  მხოლოდ 0,7g   აჩქარებით...... მაგრამ თუ ხახუნის კოეფიციენტი გექნება  უფერო დიდი   k > 2,5   ...  მაშინ  აღარ მოცურდები და დაბლა იმოძრავებ   1,5g + 0,7g = 2,2g    აჩქრებით.

  უფო დიდ დაღმართში  გადასვლისას   საკითხი კიდევ მეტად  გართულდება და საერთოდ  ნელა იარე თუ ძმა ხარ wink