შეკითხვა: | თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ დავაგეგმილე მაგრამ სიჩქარეები ვერ გამოვთვალე |
---|---|
პასუხი: | ასეთი და უფრო რთული ამოცანები ჭოჭონაკთა შესახებ მრავლადაა განხილული საიტზე... დაათვალიერე წინა გვერდები. ამიტომ მოკლედ ავხსნი: სისტემის წინასწორობა დაირღვევა 0,03 კგ ტვირთის წონის (F = mg = 0,3 ნ) გამო... იგი აღმოჩნდება მამოძრავებელი ტოლქმედი ძალის როლში რომელიც ნიუტონის მეორე კანონის თანახმად მთელ მასათა სისტემას - M = ( 0,23 +0,23 + 0,03) კგ მიანიჭებს აჩქარებას a=F/M= ? მ/წმ2 ამ აჩქარებით ამოძრავდებიან სხეულები ერთი ზემოთ და მეორე ქვემოთ.... თითოეული მათგანი შეიძენს მოდულით ტოლ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულების სიჩქარეს, რომელიც დროსთან წრფივ დამოკიდებულებაშია.... v = vo + at ( vo = 0 საწყისი სიჩქარეა) |