შეკითხვა: | გამარჯობა 1) m1=10 გ მასის ტყვია , რომელიც V1=600მ/წმ სიჩქარით მოძრაობს ჰორიზონტალურად, ხვდება გრძელ ძაფზე თავისუფლად დაკიდებულ m2=0,5 კგ მასის ხის ნაჭერს და შეაღწია მასში S=10 სმ -ზე. იპოვეთ: ა) ტყვიის მოძრაობისას ხის წინაღმდეგობის ძალა ბ) რა S1 სიღმეში შეაღწევს ტყვია თუ ხის ნაჭერი დამაგრებულია.
2)ორ ავტომობილს შორის მანძილია 100 კმ. ერთი მათგანი მოძრაობს მათი შემაერთებელი წრფისადმი 900-იანი კუთხით მოდულით 50 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მეორე იმავე წრფისადმი 300-იანი კუთხით იმავე მოდულის სიჩქარით . განსაზღვრეთ რა დროის შემდეგ იქნება მათ შორის მანძილი უმცირესი. განსაზღვრეთ ეს მანძილი.
ძალიან დიდი მადლობა |
---|---|
პასუხი: | 1) ........ა) რადგანაც ხის ნაჭერი თავისუფლად კიდია, მასზე ტყვიის მოხვედრისას ხეც შეიძენს სიჩქარეს(ადგილი ექნება იმპულსის მუმივობის კანონს) და გადაიხრება გარკვეულ სიმაღლემდე(რომლის დათვლაც შესაძლებელია და ასეთი ამოცანა ჩვენს საიტზე ვიდეო გაკვეთილის სახით დევს) m1v1 = (m1 + m2)v -----> საიდანაც ტყვია/ხის ერთობლივი მოძრაობის სიჩქარე v = ?..... (1) ტყვიის კინეტიკური ენერგია (m1v12/2) დაიხარჯა ტყვია/ხის ნაჭერის ერთობლივი მოძრაობის კინეტიკური ენერგიის მინიჭებაზე და ხეში მოძრაობის წინააღმდეგობის ძალის წინააღმდეგ მუშაობის შესრულებაზე: ---- m1v12/2 = (m1 + m2)v/2 + FწღS საიდანაც (1) -ის გათვალისწინებით დათვლი Fწღ = ??? ბ) თუ ხის ნაჭერი დამაგრებული იქნება, მაშინ ცხადია ხეს აღარ მიეცემოდა გადაადგილების საშუალება, რის გამოც ტყვიის კინ ენერგია მთლიანად დაიხარჯებოდა მხოლოდ ხეში მოძრაობის წინააღმდეგობის ძალის დაძლევაზე--- ტყვია უფრო ღრმად შეიჭრებოდა მასში: m1v12/2 = FწღS1 საიდანაც წინააღმდეგობის ძალის უკვე ცნობილი შედეგის გათვალისწინებით დათვლი S1 = ???? ----------------------------------- ამ ამოცანაში იგულისხმებოდა(პირობაში უნდა ყოფილიყო მითითებული) რომ ტყვიის ხეში მოძრაობისას ხე /ტყვიის შუნაგანი ენერგია არ იზრდებოდა(არ თბებოდა) ...
2) ეს ამოცანა უკვე კარგახანია დევს ჩვენს საიტზე.... და საერთოდ თუ ფიზიკის სწავლა გინდა, ათვალიერე წინა გვერდები.... ------------------------------------------ ოლეგი გაბრიაძე 599-544-227 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები აბიტურიენტებისათვის, მაგისტრობისა და მასწავლებლობის მაძიებლებისათვის. |