შეკითხვა: | გამარჯობა! ორ პუნქტს შორის მანძილი სხეულმა 20 წუთში გაიარა 72 კმ/სთ საშუალო სიჩქარით. სხეულის გაქანება და დამუხრუჭება გრძელდებოდა ერთად 4 წუთს, დანარჩენ დროს სხეული მოძრაობდა თანაბრად. იპოვეთ სხეულის სიჩქარე თანაბარი მოძრაობისას. ვერ გავიგე, გთხოვთ დამეხმაროთ. მადლობა
|
---|---|
პასუხი: | 72 კმ/სთ = 1200 მ/წთ.......გავლილი მანძილი S = vt = 24000 მ.... გაქანებაც(სიჩქარის ''აკრეფა'' 0-დან -მდე) და დამუხრუჭებაც ( სიჩქარის ''დავარდნა'' -დან 0-მდე) უნდა ჩავთვალოთ თანაბარაჩქარებულ მოძრაობებად.... შესაბამისად თითოეულ შემთხვევაში გავლილი მანძილები Sგაქ = (v/2)tგაქ და Sდამურხ = (v/2)tდამუხრ ......... პირობის თანახმად მთლიანად გაქანება დამუხრუჭებას მოუნდა 4 წთ - ანუ Sგაქ-დამუხრ = (v/2)(tგაქ + tდამუხრ) = (v/2)4 = 2v.... ხოლო დანარჩენი 16 წთ იმოძრავა თანაბრად v სიჩქარით - Sთან = 16v........ე.ი 2v + 16v = 24000 ...... v = 24000/18 (მ/წთ) = ???? კმ/სთ |