შეკითხვა:

გამარჯობათ გილოცავთ აღდგომას

ესეთი კითხვა მაქ:

ვთქვათ გვაქ 2 მასისელასტიური  შეჯახება თავიდან პირველი უძრავია მეორე კი ეჯახება მას მეორეს მასა ორჯერ მეტია პირველისაზე როგორ აღიწერება ეს დაჯახება თუ მას დავაკვირდებით თვითნ პირველ მასასთან დაკავშირებული ათვლის სისტემიდან განსაკუთრებით მაინტერესებს იმპულსების მუდმივობის კანონი როგორ ჩაიწერება ამ ათვლის სისტემაში მე ვერანაირად ვერ მივიღე ტოლი იმპულსები დაჯახებამდე და დაჯახების შემდეგ

 

პასუხი:

რას ნიშნავს ელასტიური შეჯახება?... საიდან მოვიდა ეს სიტყვა?  ..  ფიზიკაში გვაქვს   დრეკადი ან არადრეკადი   დაჯახებები  (აბსოლუტური ან ნაწილობრივი).   ელასტიური -ს ანტონიმი კი არის - მყიფე.    

თუმც ამ სიტყვას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა  შენი მთავარი კითხვის გადაწყვეტაში.  საქმე ის არის,  მექანიკის კანონები   (ნიუტონის, იმპულსის, იმპულსის მომენტის)  სრულდება  ათვლის  მხოლოდ ინერციულ  სისტემებში.   თუ შენ  ვითარებას აღწერ  ერთერთ  სხეულთან დაკავშირებული  სისტემიდან (რისი უფლებაც ნამდვილად გაქვს და ხშირ  შემთხვევაში ეს  ბევრად  ამარტივებს მსჯელობას)  შენი აღწერა სამართლიანი  იქნება მხოლოდ შეჯახებამდე(შერყევამდე)... სანამ შენი სისტემა იყო ინერციული.  შეჯახების პროცესში( ძალიან მცირე, მაგრამ აუცილებლად გათვალისწინებადი დროის განმავლობაში)  შენი სისტემა განიცდის სხვა სხეულიდან   მოქმედებას, რის გამოც  იძენს აჩქარებას - გამოდის ინერციული მდგომარეობიდან -  ხდება არაინერციული.   ანუ  თუ შეჯახებამდე შენს სისტემას თვლიდი  უძრავად,  შეჯახების შემდეგ აღარ გაქვს უფლება შენი სისტემა ისევ  უძრავად ჩათვალო -  უნდა დათვალო  შენი  შეძენილი  სიჩქარე და გაითვალისწინო.  

 როგორ აღიწერება ეს დაჯახება თუ მას დავაკვირდებით თვითნ პირველ მასასთან დაკავშირებული ათვლის სისტემიდან 

ჰოდააა!...   მითუმეტეს შენს ამოცანაში  შენი მეორე სხეული  დედამიწის მიმართ  ისედაც უძრავი იყო და  რაღა ამ  სხეულზე მჯდომარემ  გინდა  ჩაწერო   იმპულსის მუდმივობის კანონი - ემანდ მარცხი არაფერი დაგემართოს  შერყევის  პროცესში... ჩამოხტი  გენაცვალე ამ დალოცვილ დედამიწაზე. wink