შეკითხვა: | სატვირთო ავტომობილის მოძრაობა აღიწერება x=-360+10t განტოლებით, ამავე გზატკეცილზე ქვეითის მოძრაობა კი x=-2t განტოლებით. რა სიჩქარით მოძრაობენ ისინი? სად და როდის შეხვდებიან ერთმანეთს? |
---|---|
პასუხი: | თანაბარი მოძრაობის თანაბარი წრფივი მოძრაობისას x კოორდინატის დამოკიდებულება t დროზე შემდეგი განტოლებით აღიწერება: \(x=x_{0}+vt\), ამიტომ სატვირთო მანქანის სიჩქარე იქნება 10მ/წმ, ხოლო ქვეითის - 2მ/წმ, ოღონდ სატვირთოს საწინააღმდეგო მიმართულებით, რადგან ორიანის წინ "-" წერია. ისინი ერთმანეთს მაშინ შეხვდებიან, როდესაც მათი კოორდინატები გაუტოლდება ერთმანეთს, ანუ: \(-360+10t=-2t\Rightarrow 12t=360\Rightarrow t=30\)(წმ), ესეიგი როდესა მათი კოორდინატი იქნება -60-ის ტოლი. |