შეკითხვა: | 48-ე ამოცანა 2019 წლის აბიტურიენტთა ეროვნული გამოცდებიდან ფიზიკაში. ჰორიზონტალურ ზრდაპირზე მოთავსებულია ორი ტოლი m მასის ძელაკი, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია უმასო არადეფორმირებული k სიხისტის ზამბარით. ძელაკებსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტია µ. თავისუფალი ვარდის აჩქარებაა g. მარცხენა პირველ ძელაკს მოდეს მარცხნივ მიმართული ჰორიზონტალური F ძალა. განსაზღვრეთ: 1) რა პირობას უნდა აკმაყოფოლებდეს F ძალა, რათა პირველი ძელაკი მივიდეს დაძვრის ზღვარზე. 2) რისი ტოლი უნდა გახდეს ზამბარის წაგრძელება, რათა მეორე ძელაკი მივიდეს დაძვრის ზღვარზე. 3) რისი ტოლი უნდა იყოს F ძალა, რათა მეორე ძელაკი მივიდეს დაძვრის ზღვარზე, მაგრამ არ დაიძრას. აღვნუშნოთ ეს ძალა Fo -ით. 4) Fo ძალის მოქმედების დაწყებიდან რა დროის შემდეგ მივა მეორე ძელაკი დაძვრის ზღვარზე. 5) პირველი ძელაკის კინეტიკური ენერგია იმ მომენტში, როდესაც ადგილიდან დაიძვრება მეორე ძელაკი იმ შემთხვევაში, თუ F=3Fo . |
---|---|
პასუხი: | 1) F ძალამ უნდა დაძლიოს მხოლოდ პირველი ძელაკის უძრაობის მაქსიმალური ხახუნი F =µmg. 2) გაჭიმული ზამბარის დრეკადობის ძალამ უნდა დაძლიოს მეორე ძელაკის უძრაობის მაქსიმალური ხახუნი kxo = µmg. -----> xo = µmg/ k. 3) როდესაც პირველ სხეულს უშუალოდ მოვდებთ(პირდაპირ ''მივახტებით'' ) Fo ძალას, იგი ამოძრავდება მარცხნივ და xo მანძილის გავლის შემდეგ ისევ უნდა გაჩერდეს(წინააღმდეგ შემთხვევაში ამოძრავდებოდა მეორე ძელაკიც - მეორეც უძრავი უნდა დარჩეს ). ცხადია ეს ამოძრავება-გაჩერება არ იქნება თანაბარაჩქარებული მოძრაობა... ზამბარის რაღაც შუალედურ xწონ წაგრძელებაზე პირველი ძელაკი ზრდადი სიჩქარის მდგომარეობიდან გადავა კლებადი სიჩქარის მდგომარეობაში - ძალთა ტოლქმედი შეიცვლის მიმართულებას - ამ xწონ წაგრძელებაზე ტოლქმედი გაუტოლდება ნულს! ხომ არ არის პირველი ძელაკის მოძრაობა ჰარმონიული რხევა xწონ -ის მიმართ???... ენერგიის მუდმივობის კანონის თანახმად Fo -ის მუშაობა ამ ამოძრავება-გაჩერების xo უბანზე მოხმარდა სრიალის ხახუნის დაძლევას და ზამბარა-სხეულთა სისტემისათვის მხოლოდ პოტ ენერგიის მინიჭებას(ორივე ძელაკი უბნის თავშიც და ბოლოში უძრავია, შესაბამისად კინეტიკური ენერგიები თავში და ბოლოში არ გვაქვს): AFo = Aხახ + Eკინ + Eპოტ Foxo = µmgxo + kxo2/2 -----> Fo = 1,5µmg წონასწორობის მდგომარეობის გავლისას როგორც ზემოთ აღვნიშნე ტოლქმედი უტოლდება ნულს, მაგრამ პირველი ძელაკი "'აკრეფილი" სიჩქარით ინერციით აგრძელებს მოძრაობას, რომელიც შემდეგ ''გადაჭარბებული'' დრეკადობით მუხრუჭდება ---- Fo = kxწონ + µmg ---------------- > xწონ = 0,5µmg/k 4) როგორც ზემოთ აღვნიშნე აჩქარებულ მოძრაობას უზრუნველყოფს x- ზე დამოკიდებული ძალთა ცვლადი ტოლქმედი Fტ = Fo -µmg -kx = 0,5µmg -kx ძალა (x იცვლება 0-დან xo = µmg/ k - მდე) . ''მამა და მარჩენალი'' ნიუტონის თანახმად Fტ = ma, ანუ მოძრაობის დიფერენციალურ განტოლებას აქვს სახე: kx + mx'' = 0,5µmg . და თუ თვალებს კარგად დავაჭყიტავთ იგი ნამდვილად წარმოადგენს ჰარმონიული რხევის დიფ განტოლებას(ჰაიტ!!! --- არის თუ არა ეს ბილეთი!!!...)ამონახსნით x = 0,5µmg/k - [0,5µmg/k]Cos(wt) .... (სადაც w = ფესვი(k/m) -დან რხევის ციკლური სიხშირეა) პერიოდით T = 2¶ფესვი(m/k) დან. ჩვენი კითხვის პასუხი კი იქნება t = ¶ფესვი(m/k) - დან
5) უფრო მეტი 3Fo ძალით მოქმედებისას მეორე ძელაკის დაძვრის მომენტში ზამბარა გაჭიმულია xo -ით(პოტ ენერგია) და პირველი კი ამ შემთხვევაში უკვე მოძრაობის მდგომარეობაშია(კინ ენერგია), ამასთან ერთად ეს ძალა მუშაობდა xo-ზე სრიალის ხახუნის დაძლევაზეც. ''უზენაესის'' კანონის თანახმად: A3Fo = Aხახ + Eკინ + Eპოტ ----> Eკინ = 3Fo xo - µmgxo - kxo2/2 = 5µmgxo - µmgxo/2 = 4,5 µmgxo = 4,5(µmg)2/k ------------------------------------------------
ოლეგი გაბრიაძე 599-544-227 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები აბიტურიენტებისათვის, მაგისტრობისა და მასწავლებლობის მაძიებლებისათვის.
|