შეკითხვა:

100კმ/წმ საჩქარით მოძრავი ელექტრონი შედის 120ვ/მ დაძაბულობის ელ.ველშიძალწირების მიმართულებით.იპოვეთმისი კინეტიკურიენერგია10 სმ -ის გავლის შემდეგთ თუ e=1,6.*10-19კ m=9,1.10-31კგ

პასუხი:

ამოცანას  ერთი ხარვეზი აქვს:   10 სმ ელექტრონის მიერ გავლილი მანძილია თუ გადაადგილება???... 10 სმ -ის გავლის შემდეგ-ო წერ, ე.ი. იგულისხმება   გავლილი მანძილი.

საქმე ისაა, რომ  ძალწირების  მიმართულებით  შეჭრილი ელექტრონი  დამუხრუჭდება.... მისი სიჩქარე   t = vo /a  (  a = F/m = eE/m)   მომენტში დავარდება ნულამდე და დაუყოვნებლივ გააგრძელებს  აჩქარებულ მოძრაობას  ძალწირის საწინააღმდეგოდ. სამუხრუჭე მანძილი   S = vo2/2a =  რიცხვითი მნიშვნელობების  ჩასმის შემდეგ  ... = 0, 02 სმ , რაც ძალიან მეეჭვება. 

 ამ მონაცემებით გამოდის, რომ  ელექტრონი 0,02 სმ მანძილზე   დამუხრუჭდა და დანარჩენ 9,98  სმ მანძილზე აჩქარდა... მაშინ გვეკითხებიან   მის კინეტიკურ ენერგიას  უძრაობის მდგომარეობიდან  9,98 სმ-ით   თანაბარაჩქარებულად  გადაადგილებისას, რომელიც  ამ უბანზე  ელ ველის მიერ შესრულებული მუშაობის ტოლი იქნება(სიმძიმის ძალა << ელ ძალაზე)  E კინ = eE*0,0098...

ანუ,   ამ მონაცემებით  ამოცანის  პასუხზე არსებით გავლენას   ვერ მოახდენს  ის ფაქტი, თუ როგორ შეიჭრება ელექტრონი ველში: - მის საწინააღმდეგოდ  თუ  მიმართულებით.

აი, რომ ეთქვათ ელეტრონი  1000კმ/წმ-ით შეიჭრაო, მაშინ უკვე სამუხრუჭე მანძილი გამოვიდოდა  2,3 სმ  და   დაგვჭირდებოდა კინეტიკური ენერგიის გამოთვლა  უძრაობიდან  დანარჩენ  7,7 სმ - ზე    აჩქარებულად  გადაადგილებისას, რაც  23%  -ით   შეცვლიდა პასუხის  მნიშვნელობას...