შეკითხვა:

მოგესალმებით. ჩემი კითხვა ასე ჟღერს: რას გვიჩვენებს დინამომეტრი?

მე ვფიქრობ, ის არ გვიჩვენებს დინამომეტრზე მოდებულ ძალების ტოლქმედს, რაც გავრცელებული აზრია. მაგალითად, ორი ადამიანი ბაგირს აქეთ-იქით სწევს. ბაგირზე შუაში ჩამონტაჟებულია დინამომეტრი. თითოეული ადამიანი ბაგირზე მოქმედებს 200 ნ ძალით. რას უჩვენებს დინამომეტრი? -200 ნ-ს. ამ დროს მასზე მოდებული ძალების ტოლქმედი 0-ია. ის გვიჩვენებს, თუ როგორ იჭიმება მისი ზამბარა.

და მაინც რატომ? 

 

პასუხი:

გაგიმარჯოთ ქ-ნო ქეთი!...

ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ  როგორც იქნა  დავდე თქვენი  ამოცანა ჭოჭონაქთა სისტემის შესახებ, რომელშიც  გასწორებულია   ადერე დაშვებული  შეცდომა.

რაც შეეხება თქვენს კითხვას:  რას გვიჩვენებს დინამომეტრი?

პასუხი თავადვე გაქვთ გაცემული: --  ის გვიჩვენებს, თუ როგორ იჭიმება მისი ზამბარა...    დიახ! დინამომეტრი გვიჩვენებს  მისი ზამბარის დეფორმაციისას ზამბარაში აღძრულ   დრეკადობის ძალას.  ამ ძალით  მოქმედებს დინამომეტრის  დეფორმირებული  ზამბარა  დეფორმაციის გამომწვევ  ორივე სხეულზე( თავსა და ბოლოში ) დეფორმაციის საწინააღმდეგოდ.

 და მაინც რატომ? ...  - კითხვის არსი ვერ გავიგე.