შეკითხვა:

გამარჯობა, მაინტერესებს როგორ იხსნება, ,,მკვდარი მარყუჟის" სასკოლო ცდაში m მასის ბურთულა დააგორეს h=3R სიმაღლიდან სადაც R მარყუჟის რადიუსია, რა ძალით აწვება ბურთულა მარყუჟის ქვედა და ზედა წერტილებს.

პასუხი:

ამ ამოცანაში სხეული მოძრაობს მხოლოდ ორი ძალის -  სიმძიმის  mg ძალის და საყრდენის N რეაქციის ძალის გავლენით (მოძრაობის წინააღმდეგობის - ხახუნის, ჰაერის და სხვა  ძალები უგულებელყოფილია).   რის გამოც ეს მოძრაობა ზოგადად აჩქარებულია (მაგრამ არა   თანაბარაჩქარებული -   )  ამ აჩქარებას გააჩნია როგორც   მხებითი ასევე ცენტრისკენული მდგენელები   a = v2/R

სიმძიმის mg ძალა ე.წ.  კონსერვატიული/პოტენციური  ბუნების ძალაა: - მისი  მუშაობა არ არის დამოკიდებული   ტრაექტორიის ფორმაზე და მხოლოდ პოტ ენერგიის ცვლილებით განისაზღევრება  ''მინუს'' ნიშნით -  Amg = - ''delta'' Eპოტ = mg (h1 - h2 ) ...

საყრდენის  N  რეაქციის ძალა  კი   ყოველთვის   საყრდენი ზედაპირის მართობულია. ანუ სიჩქარის ვექტორის (მოძრაობის  მოცემული მიმართულების)  მართობულია და ამიტომ იგი მუშაობას არ ასრულებს AN = 0...- ანუ რეაქციის ძალა  მხოლოდ სიჩქარის მიმართულებას ცვლის და მოდულს კი ვერა.

ამიტომ ამ ამოცანის ამოხსნის ერთერთი გასაღები   ფიზიკის კანონების ერთერთ მთავარ -''კინეტიკური ენერგიის   თეორემაში'' (ფაქტიურად მექ ენერგიის მუდმივობის კანონი)  უნდა ვეძებოთ :   სხეულზე მოქმედი  ძალების მუშაობათა ალგებრული ჯამი  სხეულის კინეტ ენერგიის ცვლილების ტოლია ..... Amg  + AN =  ''delta'' Eკინ   .... ანუ ჩვენი ამოცანის ჩემთხვევაში   რომელიმე   არჩეულ  უბანზე მოძრაობისას     mg(h1 - h2) = mv22/2  - mv12/2   ------>>> 

 2g(h1 - h2) = v22  - v12​    (1) 

 მაგრამ   გარდა ამისა  აქ ასევე დაგვჭირდება  ნიუტონის  კანონების მოშველიებაც:  დაწოლის ძალა მარყუჟის  ნებისმიერ წერტილში ნიუტონის მესამე კანონის თანახმად   Pn =  N

 

mkvdari.png - 74.08 kB

 

   B  და  D  წერტილებში  აჩქარებას   გააჩნია მხოლოდ ცენტრისკენული მდგენელები, ხოლო  C  წერტილში უკვე  მხები მდგენელიც არსებობს მაგრამ ეს მდგენელი  რეაქციის ძალის განსაზღვრაში  როლს არ თამაშობს.   C  წერტილში  უნდა განვიხილოთ  ნიუტონის მეორე კანონი   ცენტრისკენ მიმართულ  CO  ღერძზე:   NC - mgCosa = mvc2/R   და მისი დაკავშირება   (1) ფორმულასთან   გაგვიყვანს    Pn = N= (4 + 3Cosa)mg    ფორმულაზე.

 

ჩვენს ამოცანაში სხეული დააგორეს    h = 3R  სიმაღლიდან და მან ''მკვდარი მარყუჟი ''  შეასრულა - ამ დროს იგი უკუდურეს ზედა D წერტილს  mg  ძალით აწვება. დავსვათ ასეთი კითხვა:  მინიმუმ რა სიმაღლიდან უნდა დავაგოროთ   სხეული, რათა მან შეძლოს ''მკვდარი მარყუჟის'' შესრულება?  - ანუ სხეულმა  როგორმე მიაღწიოს უკიდურეს ზედა წერტილს და მანამდე არ ჩამოვარდეს '' ბილიკიდან''? 

ეს ნიშნავს რომ სხეული ''ბილიკს'' უნდა აწვებოდეს ყველა წერტილში და მინიმალურ შემთხვევაში დასაშვებია უკიდურეს ზედა  D წერტილში რეაქციის ძალა გაუტოლდეს  ნულს. ანუ მკვდარი მარყუჟიდან  არმოწყვეტის პირობაა   ND >= 0  , მაგრამ ზემოთ  ჩვენ უკვე  ნიუტონის   მეორე კანონით  გამოყვანილი გვაქვს  N-ს ფორმულა   ......ND =  mvD2/R - mg >=0 .......

vD2/R >= g   ......   vD2 >= gR    (2)

 თავისმხრივ როგორც უკვე   ''კინეტ ენერგიის თეორემით''  ვიცით   vD= 2g(h-2R) = 2gh - 4gR რის  გამოც (2) უტოლობა  მიიღებს  სახეს:       2gh - 4gR>=gR ..........     h >=  2,5 R  

 ასე რომ                    hmin = 2,5 R 

ე. ი      მკვდარი მარყუჟის შემოსაწერ   ბილიკზე    სხეული  წრეწირის   უკიდურეს ზედა წერტილს  მინიმუმ  ნახევარი რადიუსით უნდა აცდეს ზემოთ, რათა იგი მარყუჟიდან არ ჩამოვარდეს.

---------------------

შენიშვნა:   აქ გათვალისწინებული არ იყო მოძრაობის დამაბრკოლებელი  სხვა ფაქტორები, რის გამოც   ამ საცირკო ნომრის თავად   აკვიატებულად  შესრულების   შემთხვევაში   (ველოსიპედით დაშვებისას) დაიზღვიეთ თავი ----  დაეშვით შედარებით მაღალი დონიდან და ....

აუცილებლად   დაიხურეთ     ჩაფხუტი!!!wink

------------------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე  599-544-227

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები   აბიტურიენტებისათვის,

მაგისტრობისა  და მასწავლებლობის მაძიებლებისათვის.