შეკითხვა: | ორი წერტილი ერთი მიმართულებით მოძრაობს წრეწირზე.ისინი პერიოდულად ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს.პირველის სიჩქარეა 3v,მეორის-5v.რა განსხვავებული სიჩქარით უნდა იმოძრაოს პირველმა წერტილმა,რომ დროის შუალედი შეხვედრებს შორის იგივე დარჩეს? მადლობა
|
---|---|
პასუხი: | კინემატიკის ბევრი ამოცანა ადვილად იხსნება ე.წ.'' მიძრაობის ფარდობითობის'' მეთოდის მოშველიებით... ორი წერტილი ერთი მიმართულებით მოძრაობს წრეწირზე. -ო... დავარქვათ ამ მიმართილებას ''წაღმა'' მიმართულება. პირველის სიჩქარეა 3v,მეორის-5v --ო... საუბარია მათ სიჩქარეებზე დედამიწის მიმართ... ახლა კი ათვლის სისტემა დავუკავშიროთ პირველ სხეულს, მაშინ იგი იტყვის: '' მე უძრავი ვარ და მეორე ჩემს მიმართ მოძრაობს წრეწირზე წაღმა 5v - 3v = 2v სიჩქარით და ყოველი t = ''წრეწირის სიგრძე''/ 2v დროის შემდეგ მხვდება მე... მაგრამ თუ მე დედამიწის მიმართ ''წაღმა'' მოძრაობის სიჩქარეს 3v-ს ნაცვლად გავზრდი 7v -მდე, მაშინ მეორე ჩემს მიმართ იმოძრავებს წრეწირზე უკუღმა მიმართულებით 7v -5v =2v სიჩქარით და მაინც იგივე t = ''წრეწირის სიგრძე''/ 2v დროის შემდეგ შემხვდება მე'' -------------------------------------------------------------- შესაძლებელი იყო ათვლის სისტემა დაგვეკავშირებინა მეორე სხეულისათვის. მაშინ როგორ იმსჯელებდა იგი? ................ |