შეკითხვა:

როგორია თქვენი ვარაუდი ერთი და იმავე საყრდენი ფართობის სხეულებიდან რომელი სხეულის წონასწორობაა უფრო მდგრადი, რომლის მასათა ცენტრიც უფრო ქვევითაა თუ უფრო ზევით, გთხოვთ უპასუხეთ დიდი მადლობაა

 

 

პასუხი:

ჩემს ვარაუდს რა  მნიშვნელობა  აქვს?... 

სცადე  თავად გაიაზრო: ... 

აიღე  10 ცალი ასანთის კოლოფი... 5 მათგანი დააცარიელე, 5 კი სავსე დატოვე... შემდეგ კი ათივე  ერთმანეთზე დიდი წახნაგებით შეაწებე ან უბრალოდ თხელი ''სკოჩი'' შემოახვიე: ---- ოღონდ ერთ მხარეს იყოს  5  სავსე  კოლოფი და მეორე მხარეს კი   5  ცარიელი  კოლოფი.

შემდეგ  ამ კოლოფთა სისტემა დადე  დიდი წახნაგით  ჰორიზონტალური ზედაპირის   მაგიდაზე  ჯერ სავსე კოლოფების მხრიდან(ამ დროს სისტემის სიმძიმის ცენტრი  მაგიდის ზედაპირთან უფრო ახლოსაა) და  

შემდეგ კი  ცარიელი კოლოფების მხრიდან(ამ დროს სისტემის სიმძიმის ცენტრი მაგიდის ზედაპირიდან უფრო მაღლაა)  და 

ფრთხილად  შეუბერე სული:  ფუუუ... ფუუუ! 

ან

  ფუ... ფუუუუუუუუუუ!    

(არა! არა!... მტვერსასრუტი არაა საჭიროwink)

---------------------------------------

რომელ შემთხვევაში გადაბრუნდება სისტემა უფრო ადვილად? ---  ამ შემთხვევაში  წონასწორობა ყოფილა    ნაკლებად მდგრადი თუ მეტად მდგრადი?

რომელ შემთხვევაში გადაბრუნდება სისტემა უფრო ძნელად? ---  ამ შემთხვევაში  წონასწორობა ყოფილა  მეტად მდგრადი თუ  ნაკლებად მდგრადი?..

------------------------------------

p.s.   შედეგი უკეთ წარმოჩნდება, თუ   გაზრდი ცარიელი  კოლოფების რაოდენობას. მაგ: 

5 სავსე   და  7- 8- 9-.... ცარიელი

ახლა თავად ივარაუდე შედეგი და შემდეგ კი  პრაქტიკულად  გადაამოწმე.