შეკითხვა: | გამარჯობათ, რამოდენიმე მარტივი კითხვა მაქვს რომელებიც კარგად ვერ გავიგე. 1.ფარდობითია თუ არა სხეულის მოძრაობის ტრაექტორია და გავლილი მანძილი ? პასუხი დაასაბუთეთ 2.სხეულის მოძრაობის შესასწავლად აუცილებელია თუ არა მისი მდებარეობის განსაზღვრა ? ახსენით, რატომ. 3. შეიძლება თუ არა სხეულის გადატანითი მოძრაობისას მისი ნივთიერ წერტილად ჩათვლა ? რატომ? გმადლობთ |
---|---|
პასუხი: | 1) ფარდობითია ტრაექტორიაც, გადაადგილებაც, გავლილი მანძილიც, სიჩქარეც... დავუშვათ ჰორიზონტალურ სწორ გზაზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ წინსვლით მოძრაობენ ავტომობილი 60 კმ/სთ სიჩქარით დედამიწის მიმართ(ამ სიჩქარეს ავტომობილის სპიდომეტრიც აჩვენებს) და მის წინ ტრაქტორი 20 კმ/სთ სიჩქარით დედამიწის მიმართ (ამ სიჩქარეს ტრაქტორის სპიდომეტრიც აჩვენებს) ა) აღნიშნულ ვითარებას დედამიწაზე მყოფი დამკვირვებელი ასე დახატავს: ''ავტომობილიც და ტრაქტორიც წინსვლით მოძრაობენ აღმოსავლეთის მიმართულებით ჩემს მიმართ(ანუ დედამიწის მიმართ) შესაბამისად 60 და 20 კმ/სთ სიჩქარეებით'' ბ) იგივე ვითარებას ავტომობილში მყოფი დამკვირვებელი (ავტომობილისტი) ასე დახატავს: '' მე უძრავი ვარ, ხოლო ტრაქტორი უკუსვლით მოძრაობს(ხომ არ გაგიჟებულაო) დასავლეთის მიმართულებით ჩემს მიმართ 60-20=40 კმ/სთ სიჩქარით'' გ) ამ ვითარებას სხვაგვარად აღწერს ტრაქტორისტი: ''მე უძრავი ვარ და ავტომობილი მოძრაობს აღმოსავლეთის მიმართულებით ჩემს მიმართ 60-20=40 კმ/სთ სიჩქარით'' ---------------------------------------- სამივე წინადადება მართებულია... მთავარია მითითებულ იქნას, თუ რომელი სისტემის(დამკვირვებლის) მიმართ განიხილება მოძრაობა.
2) რა თქმა უნდა კი ... იმიტომ რომ მექანიკის ძირითადი ამოცანაა დაადგინოს სხეულის მდებარეობა.
3) რადგანაც გადატანითი მოძრაობისას სხეულის ყველა წერტილი ერთნაირად მოძრაობს, ამიტომ სხეულის ზომას ყურადღებას აღარ მივაქცევთ. რის გამოც იგი შეიძლება ჩაითვალოს ნივთიერ წერტილად. ------------------------------------------- შენი კითხვები ძალიან მარტივი არის. ყურადღებით წაიკითხე სახელმძღვანელო... |