შეკითხვა:

რაზმმა ჯერ გაიარა 400 მ ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, შემდეგ 500 მ აღმოსავლეთით, შემდეგ კი 300 მ ჩედილოეთით. იპოვეთ გრაფიკულად რაზმის გადაადგილება. ( მოდული და მიმართულება)

პასუხი:

 იპოვეთ გრაფიკულად რაზმის გადაადგილება. ( მოდული და მიმართულება)

გრაფიკულად-ო?... wink

ჰოდა შენც აიღე უჯრედებიანი  ბადით დაფარული  ფურცელი...  დაახლოებით შუა ადგილზე  ბადის რომელიმე კვანძში დასვი  O წერტილი(სახლი) გაავლე    საკოორდინატო ღერძები და  მიუთითე  გეოგრაფიული მხარეები:   აღმოსავლეთი საით?...   მარ?.. მარ?..

 ცხნივ კიარადა...დიახ! - ჯვნივ!...     

 ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით  - ო?...  და მაინც რამდენგრადუსიანი კუთხითო?..

- რადგანაც ამის თაობაზე არაფერს გვეუბნებიან,  ვიგულისხმოთ  ზუსტად შუალედური მიმართულება, ანუ  ჩრდილოეთისადმი 45 გრადუსიანი მიმართულება... ჰოდაა, O წერტილიდან მარცხნივ და ზევით უჯრედების(კვადრატების)  დიაგონალის გასწვრივ  გაატარე მკრთალი ხაზი და მასზე სახაზავით(ან ფარგლით) გადაზომე4 სმ  (გეგმის მასშტაბია 

 1 სმ --- 100 მ) და დასვი A წერტილი.

Aდან მარჯვნივ ჰორიზონტალურად გადაზომე 5 სმ და დასვი  B წერილი...

B დან  ზევით ვერტილკალურად გადაზომე   3 სმ და დასვი წერტილი   S ( თამარ მეფის საფლავი... მანდ დიდი განძია ჩაფლულია)...

ახლა კი O წერტილი შეაერთე  S წერტილთან და კარგად გამოკვეთე  OS ვექტორი(ისარი მიმართულებით  S -კენ)... აი ეს არის შენი საბოლოო გადაადგილება.

ახლა კი იგივე სახაზავით გაზომე  OS ვექტორის სიგრძე. რამდენი  სანტიმეტრი გამოვიდა?...

არა, არ იქნება მთლად  8 სმ... ,

კი --? სმ და ??? მმ...

-- ე.ი. დაახლოებით რამდენი მეტრი გამოვიდა გადაადგილების სიგრძე ანუ მოდული?

ახლო კი ღრმად ამოისუნთქე და ტრანსპორტირის მეშვეობით გაზომე კუთხე   ჩრდილოეთის მიმართულებასა და OS ვექტორის მიმართულებას შორის... რაო, რამდენი გრადუსიაო?

---არ იქნება  მაი 30 გრადუსი... ჰა, ჰა   ??? გრდუსი?

-------------------------------------

პასუხი:  თამარ მეფის საფლავი იმყოფება შენი სახლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით  ??? მეტრ მანძილზე ჩრდილოეთისადმი  ??? -ანი კუთხით!

აბა ჩქარა მიუსწარი... ნახევარი ჩემია იცოდეcheeky

 

p.s.  მარტივი ტრიგონომეტრიული  ცოდნის გამოყენებით  შესაძლებელია  ამოცანის შედარებით ზუსტი ანალიზური ამოხსნა...

------------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე  599-544-227

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი

უნარები   აბიტურიენტებისათვის,

მაგისტრობისა  და მასწავლებლობის მაძიებლებისათვის.