შეკითხვა: | მოცემული გვაქვს სხვადასხვა ლითონისაგან დამზადებული ერთნაირი ზომის(გარეთა მოცულობის) და წონის(მასის) სფეროები-- ერთი მასიური(ღრუს გარეშე) და მეორე კი ღრუიანი. ლითონების სიმკვრივეები უცნობია. როგორ გავარჩიოთ ღრუიანი სფერო მასიურისაგან? |
---|---|
პასუხი: | თუ გაგვიმართლა და ღრუიანი სფერო არ არის ''დაცენტრილი'', ანუ მისი სიმძიმის ცენტრი არ ემთხვევა სფეროს გეომეტრიულ ცენტრს, მაშინ მისი გამორჩევა ადვილი იქნება --- ნელი გორვისას არათანაბრად იმოძრავებს... ''ვანკასტანკა''-ს გვარად მოიქცევა... მაგრამ თუ იგი ''დაცენტრილია''?... ანუ სიღრუესაც კონცენტრული სფეროს სახე აქვს?... და შედეგად ასეთი სფეროს სიმძიმის ცენტრი ემთხვევა გეომეტრიულ ცენტრს? გამოსავალი აქაც არსებობს.. საქმე ისაა, რომ ღრუიანი სფეროს ინერციის მომენტი მეტი იქნება მასიური სფეროს ინერციის მომენტზე -- ღრუიანში მასა პერიფერიაზეა განაწილებული მასიურისაგან განსხვავებით. ამ მიზეზის გამო კი მათი ერნაირი ბიძგით დაბზრიალებისას ღრუიანი შრედარებით ნელა(ნაკლები სიხშირით) იბრუნებს მასიურთან შედარებით. ან თუ გნებავს მაგიდაზე ერთნაირი სიხშირით დაბრუნებისას ღრუიანი უფრო დიდხანს იბზრიალებს მასიურთან შედარებით... -------------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე 599-544-227 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები აბიტურიენტებისათვის, მაგისტრობისა და მასწავლებლობის მაძიებლებისათვის. |