შეკითხვა: | გამარჯობა, მადლობა ამომწურავი პასუხისთვის, ამ საიტზე გავიგე ყველაზე ზუსტი პასუხი ჩემ კითხვაზე, უბრალოდ ერთი კითხვა კიდევ გამიჩნდა , თუ წნევის ცვლილება არ ქმნის უშუალოდ ტემპერატურის ცვლილებას, მაშინ სიმაღლეზე ასვლისას (მაგ. მწვერვალებზე) რატომ მცირდება გარემოს ტემპერატურა? შინაგან ენერგიაში რა იგულისხმება, მოლეკულებს/ატომებს შორის მოქმედი ხახუნის ძალა? შეიძლება ვთქვათ ასე? |
---|---|
პასუხი: | შინაგან ენერგიაში რა იგულისხმება, მოლეკულებს/ატომებს შორის მოქმედი ხახუნის ძალა? შეიძლება ვთქვათ ასე? შინაგან ენერგიაში იგულისხმება სხეულის შემდგენელი მოლეკულების მოძრაობის კინეტიკური და მათი ურთიერთქმედების(ელექტრული მიზიდვა-განზიდვის) პოტენციური ენერგიების ჯამი. აირებში მოლეკულები ერთმანეთისაგან იმდენად დიდი მანძილით არიან ერთმანეთისაგან დაშორებულნი, რომ მათ შორის ელექტრული ურთიერთქმედება უმნიშვნელოა. ამის გამო აირის შინაგან ენერგიაში ძირითადად მოიაზრებენ მხოლოდ მოლეკულების ქაოსიური მოძრაობების კინეტიკურ ენერგიათა ჯამს. რაც უფრო ჩქარა მოძრაობს მოლეკულა დაჯახებიდან დაჯახებამდე მით კვადრატჯერ მეტია მისი კინეტიკური ენერგია - შესაბამისად მით კვადრატჯერ მეტია მისი აბსოლუტური ტემპერატურა. მაგ დავუშვათ რაღაც ხრიკებით მოვახერხეთ იდეალური აირის მოლეკულების ქაოსიური მოძრაობების საშუალო (კვადრატული) სიჩქარის 5-ჯერ გაზრდა(რაც არარეალურია), ეს გამოიწვევს აბსოლუტური ტემპერატურის 25-ჯერ გაზრდას... მოკლედ ტემპერატურის ქვეშ მოიაზრება მოლეკულების მოძრაობის საშუალო სიჩქარე. ტემპერატურასთან კი პირდაპირპროპორციულ ბმაშია შინაგანი ენერგია. და რაღაა აირის წნევა?...ეს არის აირის მოლეკულების ბიძგების ზემოქმედება მასში მოთავსებული სხეულის ზედაპირზე დაჯახებების გამო(სხეულს კუმშავს). შესაბამისად, როგორც უკვე ზემოთ ვწერდი მით მეტია აირის წნევა, რაც მეტია ბიძგების რიცხვი(ანუ კონცენტრაცია/სიმკვრივე) და დაჯახების სიჩქარე(ანუ ტემპერატურა). ასე რომ რა პასუხი გავცეთ შენს დაჟინებულ კითხვას? თუ წნევის ცვლილება არ ქმნის უშუალოდ ტემპერატურის ცვლილებას, მაშინ სიმაღლეზე ასვლისას (მაგ. მწვერვალებზე) რატომ მცირდება გარემოს ტემპერატურა? თუ ზემოთმოყვანილი მსჯელობა შენთვის მისაღებია, მაშინ დაასკვნი რომ მწვერვალებზე ასვლისას წნევის შემცირება(ყოველ 12 მ-ზე წნევა ვერცხლისწყლის სვეტის 1 მმ-ით მცირდება) გამოწვეულია ძირითადად ჰაერის გაიშვიათებით და ნაწილობრივ ტემპერატურის შემცირებით. ტემპერატურის შემცირებას კი იწვევს იგივე გაიშვიათება - თუ თბოიზოლირებულ გარემოში გავაფართოებთ დგუშის ქვეშ მყოფ აირს, იგი ცივდება და თუ პირიქით შევკუმშავთ - ცხელდება. ეს მარტივი ფიზიკური პროცესებია. დიზელის ძრავიებში ზუსტად ეს პრინციპია გამოყენებული: დგუშით სწრაფად შეკუმშვის გამო იმდენად ცხელდება საწვავით გაჯერებული აირი, რომ თავისთავად ფეთქდება. ამით იგი განსხვავდება შიგაწვის ძრავისაგან, სადაც აფეთქებას იწვევს ნაპერწკალი. მაღლა-მაღლა ასვლისას ატმოსფერო თანდათანობით იშვიათდება და გადადის უჰაერო სივრცეში - აბსოლუტურ სიცივეში. ცხადია შესაბამისად კლებულობს წნევა.
|