შეკითხვა:

განმუხტვის რომელ სახეს წარმოადგენს ელჭექი? რას ჰქვია მეხი? 

პასუხი:

ელჭექი არის ელვა და თანმდევი ქუხილი. ელვა ეს არის რკალური განმუხტვა. მოძრაობისას ღრუბლები იმუხტება და როცა ორი ასეთი ორი ღრუბელი უახლოვდება ერთმანეთს, მათ შორის არსებული პოტენციალთა სხვაობის გამო ღდება ჰაერში თავისუფალი ელექტრონების მიმართული მოძრაობის აღძვრა ანუ რკალური განმუხტვა, რასაც თან ახლავს ბგერითი ტალღების აღძვრა ანუ ქუხილი. თუ ღრუბლის მუხტი გარკვეულ ზღვარს აჭარბებს შეიძლება განმუხტვა მოხდეს დედამიწაზე და ეს არის მეხის დაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნგრევა და სხვა ზარალი.