შეკითხვა:

გამარჯობა ოლეგი მასწავლებელო, ჩავაბარე საატესტატო, მადლობა დიდი, ახლა ვუყურებ ტელევიზორს რომელიც გადართული მაქვს არხზე "და ვინჩი" და ძალიან, ძალიან საინტერესოა, თუმცა რუსულადაა და ბევრს ვერაფერს ვიგებ, ვერ მოახერხებთ რომ გადმოთარგმნოთ და ქართული ხმა დაადოთ? ეს ძალიან დიდი საქმე იქნება, წინასწარ გიხდით მადლობას ( რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ რომ ყველაფერი თქვენ უნდა გადათარგმნოთ, ალბათ იცნობთ ადამიანებს ვინც ამას მოახერხებს). 

და ბარემ აკვიატებული თუ ორი ერთნაირი მასის სხეულები მოათავსეს წყალში და ზეთში რომელზე უფრო მეტი ამომგდები ძალა იმოქმედებს ხომ ვერ დავადგენთ, თუ არ გვეცოდინება ეს სხეულები ამოტივტივდნენ თუ ჩატივტივდნენ? 

პასუხი:

laugh

კარგი კაცი ხარ შენ!...

........

პასუხი   აკვიატებულ  კითხვაზე:  ორი   ერთნაირი მასის სხეულებიდან  პირველი ჩაუშვეს  წყალში  ( 1000 კგ/ მ3)   და მეორე კი  ზეთში (800  კგ/ მ3​) .  რომელზე იმოქმედებს  მეტი   ამომგდები ძალა, თუ .....    განვიხილოთ   ყველა შესაძლო   შემთხვევა

1)  ორივე ამოტივტივდა...

ამოტივტივებულ  მდგომარეობაში   სიმძიმის ძალა გაწონასწორებულია   ამომგდები ძალით და რადგანაც  მასები ერთიდაიგივეა, ამიტომ   ამომგდები ძალებიც იქნება   ერთიდაიგივე.    

2)   ერთერთი მათგანი(სულერთია რომელი...)  ჩაიძირა ხოლო მეორე მათგანი   ამოტივტივდა....  

რადგანაც  ჩაძირვის მიზეზია   მთიანად  ჩაშვებულ  მდგომარეობაშიც კი  ამომგდები ძალის  სიმცირე   სიმძიმესთან შედარებით, ამიტომ  მოტივტივე სხეულზე მოქმედებს  მეტი ამომგდები ძალა

3)  ორივე მათგანი  ჩაიძირა... 

აი ამ დროს კი  წინასწარ ვერაფერს ვიტყვით... ნათელმხილვევ  კაკულიას  თუ დავეკითხებით  მხოლოდwink

თუმც თუ გვეცოდინება   სხეულების   ფსკერზე  დაწოლის ძალების განსხვავება     ორივე  ჭურჭელში, მაშინ  შევძლებთ   ამომგდები  ძალების შეფასებასაც - ნაკლები  დაწოლის შემთხვევაში  ცხადია ამომგდები ძალა  მეტი  იქნება.