შეკითხვა:

გამარჯობა, ბატონო ოლეგ, გამოსაშვები გამოცდების ნიმუშებში შემხვდა ასეთი ამოცანა - უარყოფითად დამუხტული სხეული მახლობელ უარყოფითად დამუხტულ ლითონის სხეულზე შეიძლება მოქმედებდეს... სწორი პასუხი კი აღმჩნდა, რომ შეიძლება მოქმედებდეს როგორც განზიდვის, ისე მიზიდვის ძალით ან საერთოდ არ მოქმედებდეს... შეგიძლიატ ამიხსნათ რატომ?? წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისთვის...

პასუხი:

ლითონში  მუხტის  გაქდამტანებია  თავისუფალი  ელექტრონები...

თუ დაუმუხტავ  ლითონის სხეულს  მარჯვნიდან  მივუახლოვებთ   უარყოფითად   დამუხტულ  სხეულს(მნიშვნელობა არა აქვს ეს უკანასკნელი  ლითონის იქნება თუ არა), მაშინ  ლითონის თავისუფალი   ელექტრონები  განიზიდებიან  უარყოფითად დამუხტული სხეულისაგან  და    და თავს მოიყრიან    ლითონის სხეულის  მარცხენა  ნაწილზე -  მარცხენა ნაწილი დაიმუხტება  უარყოფითად და მარჯვენა კი ელექტრონების   ნაკლულობის გამო დადებითად ... ჯამურად  იგი მაინც  ელექტრონეიტრალური  დარჩება.

  ლითონის  სხეულის  მარჯვენა  ნაწილზე    უარყოფითი სხეულიდან  იმოქმედებს  მიზიდვიდ ძალა,  მარცხენაზე კი განზიდვის... მაგრამ  რადგანაც  მარჯვენა ნაწილი  უარყოფით  სხეულთან  შედარებით ახლოსაა  ვიდრე მარცხენა ნაწილი, ამიტომ  ტოლქმედი  ძალა მიმართული იქნება  უარყოფითი  სხეულისაკენ... თითქოს პარადოქსია, მაგრამ  უარყოფითად  დამუხტული  სხეული  სხეული მიიზიდავს  მის მახლობელ   ელექტრონეიტრალურ  სხეულებს.  (სურათი   1 )

და თუ ლითონის სხეულს წინასწარ დავმუხტავთ  ასევე უარყოფითად, მაშინ  უკვე  ზემოთნახსენები  ტოლქმედი ძალა  შესუსტდება (სურათი  2)...  გადაცემული   უარყოფითი მუხტისაგან  დამოკიდებულებით  ტოლქმედი ძალა შესაძლებელია სავსებით  განულდეს და  ასევე შესაძლებელია  მიმართულებაც  კი შეიცვალოს (სურათი  3)minusi-Miizidavspliuss.png - 52.68 kB