შეკითხვა: | ოლეგი მასწავლებელო აბა ნახეთ სწორად თუ ვმსჯელობ: 1.ორი ერთნაირი კორპის ბურთულა რომ ჩაუშვეს წყალში და ზეთში კორპის სიმკვრივე ორივეზე ნაკლებია და ამიტომ ორივეში იტივტივებს, რადგან იტივტივებს სიმძიმის ძალა ტოლია ამომგდები ძალის და რადგან სიმძიმის ძალები ტოლია ამომგდები ძალებიც ტოლი იქნება. 2. ორიერთნაირი სხეული ვერ გავიგე რას ნიშნავს, მაგრამ თუ მასები აქვთ ტოლი, შეიძლება სიმკვრივეები არ ქონდეთ ტოლია და შეიძლება წყალში ჩაიძიროს და ზეთში არა, ან ორივეში ჩაიძიროს და ან ორივეში იტივტივოს, თუ ჩაიძირებიან მაშინ თუ მოცულობები აქვთ ტოლი ერტნაირი ძალა იმოქმედებს და თუ ორივე ტივტივებს და მასები აქვთ ტოლი მაშინაც ერთნაირი ძალა იმოქმედებს და თუ მოცულობები აქვთ სხვადასხვა და ჩიძირნენ მეტ მოცულობაზე კი იმოქმედებს მეტი ამომგდები ძალა მაგრამ სიტხის სიმკვრივეებიც უნდა გავიტვალისწინო და ერთნაირი რომ ვიცოდე რას ნიშნავს კიდე მოვიფიქერბ რამეს მაგრამ მგონი ვერ დავადგენ რა არის ამის პასუხი 3.მოცულობებტოლიანი კორპი და რკინა რომ მოათავსეს წყალში რკინა ჩაიძირება და ამიტომ მეტი მოცულობა იქნება წყალში და მასზე იმოქმედებს მეტი ამომგდები ძალა 4.ტოლი მასის რკინა და კორპი რომ მოათავსეს რკინა ჩაიძირება, კორპის ამომგდები ძალა თვითონ კორპის mg-ს ტოლია და რკინაზე მოქმედი ამომგდები ძალა (mg-Nრეაქციის) და უფრო ნაკლები გამოდის ხომ მიპასუხებთ როცა დამჭირდება? |
---|---|
პასუხი: | 1) აბა რა მუჭო!... 2) ერთნაირი... ერთიდაიგივე... ორი ერთნაირი კოვზი - ანუ სიმკვრივე, მასა და ცხადია მოცულობაც ერთიდაიგივეა... 3) ენგრეა!.. 4) თვით არქიმედესაც შეშურდებოდა შენი მსჯელობა... ---------------------- ჰოდააა... წამოაყენე საკითხის გადაჭრის შენი ვერსია. მე მიგითითებ შეცდომას და თუ საინტერესო იქნება, შეიძლება ბოლომდეც გავარჩიო. მანამ კი ათვალიერე წინა გვერდები... |