შეკითხვა:

ოლეგი მასწ, ცოტა აქ ვერ გავიგე, ხან მასებია ტოლი, ხან მოცულობები, ხან ერთნაირი სხეულებია(რას ნიშნავს?)ხან სხვადასხვა სითხეში უშვებენ და ხან ერთსა და იმავეში, ხან ტივტივებენ, ხან ცურავენ და ხან კიდე იძრებიან დაცოტა დამალაგებინეთ რა, ალბათ მიხვდით არქიმედეს ძალაზე გეუბნებით, საატესტატოს ტესტებია და ცოტა მეჩქარება, წინასწარ გიხდით მადლობას

პასუხი:

თუ არ წიკითხავ თეორიულ მასალას, ვერც ვერასოდეს დაალაგებ....

არქიმედეს კანონი:  სითხეში(აირში)  მოთავსებულ  სხეულზე მოქმედებს ვერტ ზემოთ მიმართული ამომგდები ძალა, რომელიც ამ სხეულის  მიერ  გამოდევნილი  სითხის(აირის) წონის ტოლია... ანუ სხეულის ადგილზე რომ ადრე(სხეულის ჩაშვებამდე)  სითხე იყო, აი იმ სითხის( სხეულის მიერ გამოდევნილი სითხის - ''ლტოლვილი'' სითხის, რომელიც სხვაგან გადანაწილდა)  წონის ტოლია     Fამ = ''roსითხე'' gVგამოდ  

''roსითხე'' -  სითხის სიმკვრივეა... წყლის შემთხვევაში იგი  1000 კგ/მ3

g = 10 მ/წმ2

Vგამოდ --- უშუალოდ   სხეულის სითხეში მოთავსებული(ჩაძირული)  ნაწილის მოცულობაა...  იგი ტივტივის შემთხვევაში ჩაძირული ნაწილია, ხოლო ჩაძირვის შემთხვევაში კი   სხეულის  სრული(მთლიანი) მოცულობაა

1) თუ    ''roსითხე''  >  ''roსხეული'' ,    მაშინ   ამომგდები ძალა ''მოერევა''  სხეულის სიმძიმის ძალას და სხეულს ამოატივტივებს  სითხის ზედაპირზე, ისე რომ  სხეულის ნაწილი ამოიშვირება ზემოთ, ნაწილი კი ჩაძირული იქნება სითხეში  ისე, რომ    Vჩაძ / Vმთლიანი =  ''roსითხე''  /  ''roსხეული'' ....

ამ დროს  სხეულის სიმძიმის   mსხg  ძალა გაწონასწორებულია  სითხის ამომგდები    ''roსითხე'' gVჩაძ   ძალით   .... 

2)  თუ    ''roსითხე''  <  ''roსხეული'',  მაშინ  სხეული იძირება ფსკერზე და  ფსკერზე დაწოლა(წონა)  შემსუბუქებულია 

 ( mსხg - ''roსითხე'' gVმთლიანი )    ძალით

 

3) და თუ    ''roსითხე''  =  ''roსხეული''  მაშინ ამბობენ რომ  სხეული  არის სითხესთან  " შეწონილ"  მდგომარეობაში.  ამ დროც სხეული მთლიანადაა დაფარული სითხით, მაგრამ არა აუცილებლად ფსკერზე დაშვებული  -  იგი შესაძლებელია სითხის შიგნით ნებისმიერ ადგილზე იყოს  გაჩერებული...

ამის შემდეგ ისეთი მარტივი კითხვები, როგორიც შემ წარმოადგინე თავად უნდა გადაჭრა...   იმედია ისიც იცი, რომ სხეულის მასა     mსხ = ''roსხ'' Vსხ   და სხ -თი აღნიშნული მაქვს  სხეული და  არა ''სხვიტორის სხარტულა სხივი''

1. ტოლი მასების კორპის და რკინის ბურთულა მოათავსეს წყალში. (რკინის სიმკვრივე მეტია) რომელზე იმოქმედებს მეტი ამომგდები ძალა?

-------------------------------------------------

რადგანაც ტოლი მასები აქვთ, რომელს ექნება მეტი მოცულობა?... და რომელზე იმოქმედებს მეტი ამომგდები ძალა ?....

მოკლედ თავად გადაწყვიტე და მომწერე   შენივე   ყველა კითხვის  პასუხი, თუ გინდა რომ სხვა დროს გიპასუხო... მოკლედ აქ სწავლის ადგილია და არა მზამზარეული პასუხების  მისაღები ცენტრი....

''roკორპი''  < ''roზეთი'' <   ''roწყალი'' <    ''roრკინა'' <  ''roტყვია'' < ....

ro  -  აღნიშნავს  სიმკვრივეს  და იწერება  ერთი სიმბოლოთი .... იკითხება როგორც  ''რო''