შეკითხვა: | ბოდიში თავი თუ შეგაწყინეთ პატივცემულო არ გეგონოთ რომ თქვენს გამოყვანაში ან ცოდნაში ეჭვი შემაქვს დარწმუნებული ვარ ისეა როგორც თქვენ თქვით მაგრამ ვერა და ვერ გავიგე როგორ შეიძლება ჭურჭელში წნევის დაწევამ გამოიწვიოს ჭურჭლის ვერტიკალურად ზევით აწევა იმ დონეზე რომ ის "დაეწიოს'' დგუშს ვერტიკალურად მოთავსებულ ზამბარას დავაწვებით და შემდეგ უცბათ ხელს ავუშვებთ ზამბარა ზეევით ახტება იგივე პრინციპი ხომ არ არის ჩვენი ჭურჭლის შემთხვევაში ? |
---|---|
პასუხი: | პირველ რიგში ისევ შეგეკითხები: შენ ის ზაქრო ხარ, რომელიც ადრეც აქტიურობდა ჩვენს საიტზე?... თუმც ამას არსებითი მნიშვნელობა სულაც არ აქვს - ორივე შემთხვევაში ყურადღებით ვეკიდები საინტერესო კითხვებს. იმედია გინახავს სარკეზე, მინაზე, კაფელზე ''მიკრული'' რეზინის ვაკუუმური საკიდლები. ჩვეულებრივ მათ თასის ფორმა აქვთ. შიგა მხრით თასს მივადებთ მინის გლუვ ზედაპირს(სასურველია ზედაპირი წინასწარ იყოს დასველებული)...ამოზნექილ ზედაპირზე დაწოლით იმდენად გამოვდევნით ჰაერს რეზინის აპკსა და მინას შორის, რომ შიგნით ჩარენილი ჰაერის წნევა ძალიან მცირე(თითქმის ვაკუუმი) აღმოჩნდება გარეთა ატმოსფერულ (100 კპა) წნევასთან შედარებით... შედეგად გარეთა ატმ წნევის ძალა იმდენად ძლიერად ''მიაკრავს'' რეზინის საკიდელს ზედაპირზე, რომ მათზე შესაძლებელია საკმაოდ მძიმე ტვირთების დაკიდება(მთავარია არ შეიპაროს ჰაერი აპკსა და ზედაპირს შორის). ზუსტად ანალოგიური შემთხვევაა ამ ამოცანაშიც: იმდენად უნდა გაიშვიათდესჰაერი დგუშსა(მინის ზედაპირი) და ჭურჭელს(რეზინის აპკი ტვირთთან ერთად) შორის, რომ გარეთა ატმ წნევის ძალამ '' მიაკრას'' ისინი ერთმანეთს...(დგუში თოკით ან სხვა რაიმეთი გვიჭირავს ხელში ან ჭერზე)... მთავარია არ შეიპაროს ჰაერი დგუშსა და ჭურჭელს შორის. ვერტიკალურად მოთავსებულ ზამბარას დავაწვებით და შემდეგ უცბათ ხელს ავუშვებთ ზამბარა ზეევით ახტება იგივე პრინციპი ხომ არ არის ჩვენი ჭურჭლის შემთხვევაში ? არაფერ შუაშია... |