შეკითხვა:

 

ჰორიზონტალური მიმართულებით V სიჩქარით მოძრაცი  m მასის ტყვია მოხვდა L სიგრძის ვერტიკალურ უწონო ძაფზე ჩამოკიდებულ M მასის პატარა ყუთს, გახვრიტა და გავიდა მეორე მხარეს 2V/3 სიჩქარით.  ხოდა ასეთი რამე გვითხრეს რომ იპოვეთ ძაფის დაჭიმულობის ძალა უშუალოდ ყუთის გახვრეტის შემდეგო ,სანამ ძაფი ჯერ კიდევ ვერტიკალურიაო. ვეჩალიჩე და რაღაცას ნიტოს ვშვები ალბათ არ გამომდის ხოდა დამეხმარეთ ბატონო ოლეგ :)

პასუხი:

გაგიმარჯოს!... ჯოს!... ჯოს!... ჯოს!.....

1)   ტყვია - ყუთის ურთიერთქმედების დრო იქნება ძალიან მცირე, რის გამოც უგულებელვყოთ.

2) ყუთი  ტყვიასთან ურთიერთქმედების გამო   გახვრეტის  შემდეგ  შეიძენს    Mvყუთი  იმპულსს:

mV = Mvყუთი + m2V/3   ---->>>    vყუთ = mV/3M

3)  ამ სიჩქარით ყუთი დაიწყებს   შენელებულ მოძრაობას  წრეწირის  რკალზე... აქ დაიხმარე  ჩემს მიერ  გარჩეული  ანალოგიური ამოცანა   https://www.youtube.com/watch?v=s3-PADIS35A&t=469s

უშუალოდ ყუთის  გახვრეტის შემდეგ (როგორც აღვნიშნეთ  ყუთის გახვრეტის დრო უგულებელვყავით)  ყუთის  მოძრაობის აჩქარებას ექნება  მხოლოდ ცენტრისკენული  მდგენელი,   რომლის   მიზეზი იქნება  განსხვავება ძაფის დაჭიმულობის და  ყუთის სიმძიმის ძალას შორის.....  ნიუტონის  მეორე კანონით        T - Mg = Maცენტრ  ----->>>>      T = Mg + Mvყუთ2/L = ????   დაამთავრე ....