შეკითხვა:

განსაზღვრეთ საათის საათების, წუთების და წამების მაჩვენებელი ისრების ბრუნვის პერიოდები

პასუხი:

თითოეული ისრისთვის პერიოდი ეს არის დროის ის ხანგრძლივობა, რომლის ამოწურვის შემდეგ კონკრეტული ისარი ასრულებს ერთ სრულ ბრუნს წრეზე და უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას. ამდენად ისრებიანი საათის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე საათის მაჩვენებელი ისარი ერთ სრულ ბრუნს ასრულებს 12 საათში, წუთების ისარი - 1 საათში, ხოლო წამების ისარი - 1 წუთში.