შეკითხვა: | საღამო მშვიდობის ბატონო ოლეგ, იქნებ კიდევ ერთხელ დამეხმაროთ? 10 კგ და20 ცელსიუსისტემპერატურის წყალში, 2კგ მასისა და 500 გრადუსის ტემპერატურისფოლადის ნაჭრის ჩაშვებისშემდეგ წყლი გარკვეული რაოდენობა აორთქლდა.გამოთვალე რა მასის წყალი აორთქლდა, თუ ცნობილია რომდარჩენილიწყლის ტემპერატურა24ცელსიუსის გახდა? წინასწარ დიდი მადლობა... |
---|---|
პასუხი: | შესწორებული ვარიანტი... ეს ამოცანა ადრეც შემხვედრია... მგონი საიტზეც გავარჩიე. პირობას არაკვალიფიციურობის სუნი დაჰკრავს. საქმე ისაა, რომ ასეთი ტიპის ამოცანებში იგულისხმება, რომ სითბოცვლაში მონაწილე სხეულები თბოიზოლირებულ სისტემას ქმნიან - (ადრე იმასაც კი მიანიშნებდნენ, კალორიმეტრში მოთავსებული სხეულები(ო)). რის გამოც რეალურად პროცესი ასე წარიმართებოდა: კალორიმეტრში 500 გრადუსიანი ფოლადის 20 გრად-იან წყალში ჩაშვებისას თავიდან მოხდება სწრაფი სითბოცვლა- ფოლადის ახლოს მყოფი წყლის მცირე ნაწილი მართლაც ადუღდება(აშიშხინდება), მაგრამ ბოლოს ის მაინც კონდენსირდება და დადგება რაღაც t ტემპერატურის ფოლადი/წყალის წონასწორობა ... cწყmწყ(t-20) = cფmფ(500-t) ---->>> t=?? არადა ამ ამოცანაში გულისხმობენ, რომ 1) ან 100 გრად -ანი ორთქლი დარჩა 24 გრად -ანი ფოლადი/წყალის თავზე, რაც წარმოუდგენელია - ეს არაა სითბური წონასწორობა 2) ან მაინცდამაინც 100 გრად -ანმა ორთქლმა დატოვა სისტემა და გამოვიდა გარეთ. რაც ასევე წარმუდგენელია - რატომ მაინცდამაინც ორთლმა? მაგრამ დავუშვათ 2) ვარიანტი: რატომ და იმიტომო! მაშინ სითბური ბალანსის განტოლება მიიღებს სახეს: cწყ(mწყ - mორთ)(24 -20) + cწყmორთ(100 - 20) + rmორთ = cფmფ(500 - 24) ------->>> mორთ = ??? |